გიორგი მერებაშვილი: ამას პირველად ვამბობ...

საქართველოს ნაკრების შემტევი 2018 წელს აჯამებს 

2018 წელი საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდისთვის წარმატებული გამოვიდა. ჯვაროსნებმა უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით და საუკეთესო პირველადგილოსანი გუნდის სტატუსით დაასრულეს. წელი ჯვაროსნებისა და პლოცკის ვისლას შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა leadersport-თან ინტერვიუში შეაჯამა. 

 

როგორ შეაფასებდი 2018 წელს საკლუბო და სანაკრებო კუთხით?

 

როგორც ჩემთვის, ისე მთლიანად ქართველი გულშემატკივრისთვის ნაკრები მთავარი საფეხბურთო ღირებულებაა, ამიტომ ვთვლი, რომ 2018 წელი წარმატებული იყო.

 

შესაძლოა იყო განცდა, რომ ერთა ლიგაში ჯგუფურ ეტაპს მოვიგებდით, მაგრამ ასეთ დიდ უპირატესობას და ამდენი გოლის გატანას ალბათ ბევრი არ ელოდა. ჯერ მხოლოდ ნახევარი გზა გვაქვს გავლილი და იმედი მაქვს 2019 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. მჯერა და დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის ოცნება ახდება და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

 

2018 წელს, ტრავმის გამო 3 თვე გამიცდა. ამ მიზეზით წინასასეზონო შეკრებაც ზედაპირულად გავიარე. პოლონეთის ჩემპიონატის საწყის 5-6 ტურში მხოლოდ შეცვლებზე შემოსვლას ვახერხებდი. პოლონეთში სიხისტე და ფიზიკური ორთაბრძოლები არავის უკვირს, ტრავმის შემდეგ კი ფორმაში შესვლა რთულია. 

 

ყაზახეთთან შეხვედრას როგორ გაიხსენებ? ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დინამო არენაზე გოლი გაიტანე. თანაც ეროვნული გუნდის მაისურით.

 

ყოველთვის ვცდილობ  რეჟიმი დავიცვა.  თამაშის წინა დღეს მაქსიმუმ 12 საათზე უკვე მძინავს. ამას პირველად ვამბობ. ჩემი პროფესიონალური კარიერის მანძილზე ერთადერთი გამონაკლისი, ერთა ლიგის ბოლო ტურის მატჩი იყო, როცა დილის ხუთ საათამდე ვერ დავიძინე. ძალების აღდგენა ვერც შუადღეს მოვახერხე. ვიცოდი, რომ ძირითად შემადგენლობაში ვიქნებოდი.  ვერ ვიტყვი, რომ ვნერვიულობდი, უბრალოდ დაძაბულობის და შებოჭილობის განცდა მქონდა, რაც ნაკრებში თამაშს ყოველთვის თან ახლავს. 

 

ასეთ დროს შენი ქვეყნის წინაშე მეტი პასუხისმგებლობა გეკისრება. თანაც წინ მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა და გვინდოდა ქართველი გულშემატკივრისთვის იმედები არ გაგვეცრუებინა. ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. ეროვნულმა გუნდმა მოიგო, მე კი გოლის გატანა და ნაკრების წარმატებაში წვლილის შეტანა მოვახერხე. 

 

ერთა ლიგის პლეიოფში ბელარუსი გველოდება, მანამდე წინ ევროპის ჩემპიონატის ტრადიციული შესარჩევია. რა შეგიძლია თქვა მომავალი მეტოქეების შესახებ?

 

ბელარუსი იოლი მეტოქე ნამდვილად არ არის და სავარაუდო კონკურენტებიდან მარტივი არცერთი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, არც ჩემთვის და არც მთლიანად ნაკრებისთვის მეტოქეს არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონია, რადგან აქცენტი საკუთარ თამაშზე უნდა გავაკეთოთ და არა მოწინააღმდეგის ძალებზე. თანაც ის უპირატესობა გვაქვს, რომ თბილისში, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე მოგვიწევს თამაში. 

 

ნახევარფინალამდე დიდი დროა, ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი და ფორმის პიკში იყოს, რადგან ეს ფინალის ტოლფასი შეხვედრაა, ერთი მატჩის მაღალ დონეზე ჩატარება კი ყველა მეტოქეს შეუძლია. 

 

რაც შეეხება მთავარ შესარჩევ ეტაპს, საკმაოდ საინტერესო ჯგუფი მივიღეთ, რადგან ყველა გუნდს განსხვავებული სათამაშო სტილი და ტაქტიკა აქვს. შესაძლებელი იყო, უფრო მარტივი ან უფრო რთული ჯგუფი შეგვხვედროდა. პირადად მე, როგორიც იქ მოთამაშე ფეხბურთელს პოლონეთის ნაკრებთან შეხვედრა მსურდა, რადგან მათ ძალებს კარგად ვიცნობ. ჩემი აზრით, პოლონელებს ამჟამად ყველაზე მარტივი ჯგუფი შეხვდათ. 
ალბათ მთავარი ფავორიტი შვეიცარიის ნაკრებია, რომელიც წამყვანი გრანდების შემდეგ ყველაზე კარგ ფეხბურთს აჩვენებს, რაც ერთა ლიგაზე ბელგიის დამარცხებითა და ჯგუფიდან გასვლითაც დაამტკიცა. დანიამ მსოფლიო ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინა. აქვეა ჩვენთვის უხერხული მეტოქე - ირლანდია, რომლის დამარცხების დროც მოვიდა...

 

ამ შესარჩევში წარმატების მიღწევა მნიშვნელოვანია, რადგან ის მცდარი მოსაზრება, რომ ერთა ლიგის მოგება მარტივი ამოცანა იყო, დიდ გუნდებთან წარმატების მიღწევა კი არ შეგვიძლია გავაბათილოთ. ამოცანა რთულია, მაგრამ მიზნის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებთ. 

ფეხბურთელების დიდი ნაწილი 30 წლის შემდეგ სათამაშო ფორმას უკლებს, შენ კი პირიქით პოლონეთში გადასვლის შემდეგ უფრო მოუმატე. შენი აზრით, რით აიხსნება ეს?

 

ალბათ არაპროფესიონალიზმით. როცა წარმატებაზე ფიქრობ, აუცილებელია რეჟიმის სწორად დაცვა, იქნება ეს ძილი, კვება, ფიზიკური დატვირთვა თუ სხვა. ახალგაზრდულ ასაკში ორგანიზმი, უძილობას, ალკოჰოლს უძლებს, წლების მატებასთან ერთად კი ამტანიანობა იკლებს ამიტომ მთავარია იცავდე რეჟიმს და საქმეს პროფესიონალურად ეკიდებოდე. ამის გარეშე სპორტული წარმატება წარმოუდგენლად მეჩვენება. 

 

2018 წლის საქართველოს საფეხბურთო აღმოჩენა გიორგი ჩაკვეტაძეა, რას იტყვი მისი შესაძლებლობების შესახებ?

 

გიორგის შესახებ ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა, მე კი იმის დამატება შემიძლია, რომ განსაკუთრებულად ძლიერ საფეხბურთო შესაძლებლობებთან ერთად კარგი პიროვნება, მიზანდასახული, პროფესიონალი ბიჭია და იმედი მაქვს მომავალში თავის ნიჭს სწორად გამოიყენებს და დიდ ფეხბურთს ითამაშებს. 

 

ჩემი აზრით, გიორგი ქინქლაძე ქართველ ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთ ყველაზე დიდი ნიჭის პატრონი იყო, თუმცა მისი ბავშვობა არ მინახავს. გიორგი ჩაკვეტაძე კი ქინქლაძის შემდეგ ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა. 

 

აპირებ პოლონეთში დარჩენას?

 

კლუბთან კონტრაქტი 6 თვეში მეწურება. რამდენიმე დღის წინ კლუბის ხელმძღვანელებმა გახანგრძლივება შემომთავაზე, თუმცა არ ვჩქარობ. როგორც პოლონეთიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან შემოთავაზებები მაქვს. უახლოეს ხანებში ჩემი მომავალი ოფიციალურად გაირკვევა.

 




ქართველი ტალანტების ათეული Leadersport-ის ვერსიით

ვის დაამატებდით ამ ჩამონათვალს...?

ადვილად განჭვრეტადი
თუმცა შეუჩერებელი...

დღეს არიენ რობენი 35 წლის გახდა 

- 1999 - სერენამ დიდი სლემის პირველ 1/4 ფინალი ითამაშა

- 2019 - სერენა 50-ე დიდი სლემის 1/4 ფინალს ითამაშებს

სერენა უილიამსი - სიმონა ჰალეპი

6-1; 4-6; 6-4


- გაცხარებული გიორგი ლორია კასილასზე, ბუფონზე და მეკარის ფიქრებზე!
#წიწაკები -ს პირველი ეპიზოდი მხოლოდ Leadersport-ზე
- ყველაზე ცხარე ინტერნეტ საგა იწყება!