აქეთ ევროპა, იქეთ ამერიკა...

ალბათ გასაკვირი არ არის, რომ ევროპელი დამკვირვებლები მოუთმენლად ელიან ბითაძის მორიგ თამაშს ევროლიგაში, ხოლო 2.12 სანტიმეტრის სიმაღლის კალათურთელს ოკეანისგაღმიდანაც აკვირდებიან

9 იანვარს, ევროლიგის რეგულარულ გათამაშებაში მორიგი ტურის მატჩები გაიმართება. ქართველი გულშემატკივრის ყურადღება თელავივისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც მაკაბი ბუდუჩნოსტს დაუპირისპირდება.

 

ორივე გუნდი, მიმდინარე სეზონში, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკალათბურთო საკლუბო ტურნირში წარუმატებლად ასპარეზობს და აუსტაიდერთა რიგებში არიან. მონტენეგრულ ბუდუჩნოსტს 16 ტურის შემდეგ 3 მოგება აქვს, ხოლო მაკაბის 5 და შესაბამისად მე-15 და მე-14 ადგილებზე არიან.

 

ამ მატჩისადმი ჩვენს ინტერესს კი გოგა ბითაძე განაპირობებს, რომელიც ბუდუჩნოსტში გადავიდა და ევროლიგაში თამაშიც მოასწრო, თანაც ისე, რომ უცხოელი ექსპერტებიც აალაპარაკა. ბითაძეს პოპულარულმა გამოცემა Eurosport-მა და ევროლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა სპეციალური სტატიები მიუძღვნეს.

 

„მას შემდეგ, რაც ვუნდერკინდი ლუკა დონჩიჩი ნბა-ში გადავიდა, ევროლიგაში მისნაირი ნიჭიერი ახალგაზრდა კალათბურთელის ასე სწრაფად გამოჩენას ბევრი არ ელოდა, მაგრამ 19 წლის გოგა ბითაძემ მოლოდინს გადააჭარბა. ის ქართველი კალათბურთელია, ჯერ სერბულ მეგა ბიმაქსში თამაშობდა, ახლახანს კი ბუდუჩნოსტში გადავიდა და უმალ გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა. გვეეჭვება, ბითაძე ევროპაში დიდხანს დატოვონ, მას ალბათ ნბა-ში ამ ზაფხულსვე წაიყვანენ“ - წერს ევროსპორტი.

 

„ევროლიგაში, ბოლოს თუ ვის ჰქონდა ასეთი წარმატებული დებიუტი ძნელად გასახსენებელია. საქართველოს ნაკრების 19 წლის მოთამაშემ ბაიერნთან და მილანთან თავი იდეალურად წარმოაჩინა. პირველ შემთხვევაში 17 ქულა, ხოლო მეორეში 23 ქულა მოინადავლა. ბითაძის შედეგები კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდება თუ მის ასაკსაც გავითვალისწინებთ.

 

ალბათ გასაკვირი არ არის, რომ ევროპელი დამკვირვებლები მოუთმენლად ელიან ბითაძის მორიგ თამაშს ევროლიგაში, ხოლო 2.12 სანტიმეტრის სიმაღლის კალათბურთელს ოკეანისგაღმიდანაც აკვირდებიან“ - ვკითხულობთ ევროსპორტის მასალაში.




ქართველი ტალანტების ათეული Leadersport-ის ვერსიით

ვის დაამატებდით ამ ჩამონათვალს...?

ადვილად განჭვრეტადი
თუმცა შეუჩერებელი...

დღეს არიენ რობენი 35 წლის გახდა 

- 1999 - სერენამ დიდი სლემის პირველ 1/4 ფინალი ითამაშა

- 2019 - სერენა 50-ე დიდი სლემის 1/4 ფინალს ითამაშებს

სერენა უილიამსი - სიმონა ჰალეპი

6-1; 4-6; 6-4


- გაცხარებული გიორგი ლორია კასილასზე, ბუფონზე და მეკარის ფიქრებზე!
#წიწაკები -ს პირველი ეპიზოდი მხოლოდ Leadersport-ზე
- ყველაზე ცხარე ინტერნეტ საგა იწყება!