ფედერერამდე არც ისე შორია

ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქეები გაირკვა

ავსტრალიის ღია პირველობამდე ბევრი აღარ დარჩა. უფრო სწორად, მელბურნის კორტებზე საჩოგბურთო მატჩები უკვე გაჩაღებულია, თუმცა ჯერ მხოლოდ საკვალიფიკაციო ეტაპის, ხოლო ძირითადი ბადის ტურნირი 14 იანვარს დაიწყება, როდესაც საქართველოში ახალი წლის მოსვლას მეორედ ვიზეიმებთ.

 

ქართველი გულშემატკივარი რა თქმა უნდა დიდი ინტერესით ელის ნიკოლოზ ბასილაშვილის თამაშს, რომელმაც შარშან უდიდესი პროგრესი განიცადა და ოცეულის კარიც დამსახურებულად შეაღო. ქართველმა მეჩოგნემ, 2019 წლის სეზონი დოჰას უპრესტიჟულესი ტურნირით დაიწყო და თავიც არ შეირცხვინა. ნიკა მეოთხედფინალში გავიდა, იქ კი მსოფლიოს პირველ ჩოგანთან, მრისხანე ნოვაკ ჯოკოვიჩთან წააგო, თუმცა არ გეგონოთ მან მატჩი პირწმინდად დათმო, პირიქით სერბს სეტიც მოუგო და ოდნავ რომ გამართლებოდა დიდ სენსაციასაც გამოაცხობდა.

 

თუმცა, დოჰას ტურნირი უკვე წარსულია, წინ კი უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევებია. ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცხრამეტე ნომრად არის განთესილი, ხოლო მისი პირველი მეტოქე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გადმოსული ერთ-ერთი ჩოგბურთელი იქნება, რომლის ვინაობაც მოგვიანებით გახდება ცნობილი. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მეორე წრეში ბასილაშვილი არგენტინელ გვიდო ანდრეოცის ან კვლავ საკვალიფიკაციოდან შემოსულ მეჩოგნეს დაუპირისპირდება, მესამე წრეში სავარაუდოდ ბერძენ სტეფანოს ციციპასს, ხოლო შემდეგ კი უკვე დიადი როჯერ ფედერერია.

 

აქვე ისიც ვთქვათ, რომ 2018 წელს, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მელბურნის კორტებზე მეთექვსმეტედფინალს უწია, სადაც დასანანად დამარცხდა ბრიტანელ კაელ ედმუნდთან.

 

იმედი ვიქონიოთ, რომ ბასილაშვილი მინიმუმ შარშანდელ შედეგს გააუმჯობესებს, იქეთ მაესტრო ფედერერიც იყოჩაღებს და დიდი მატჩის აფიშაც გამოიკვრება.




ქართველი ტალანტების ათეული Leadersport-ის ვერსიით

ვის დაამატებდით ამ ჩამონათვალს...?

ადვილად განჭვრეტადი
თუმცა შეუჩერებელი...

დღეს არიენ რობენი 35 წლის გახდა 

- 1999 - სერენამ დიდი სლემის პირველ 1/4 ფინალი ითამაშა

- 2019 - სერენა 50-ე დიდი სლემის 1/4 ფინალს ითამაშებს

სერენა უილიამსი - სიმონა ჰალეპი

6-1; 4-6; 6-4


- გაცხარებული გიორგი ლორია კასილასზე, ბუფონზე და მეკარის ფიქრებზე!
#წიწაკები -ს პირველი ეპიზოდი მხოლოდ Leadersport-ზე
- ყველაზე ცხარე ინტერნეტ საგა იწყება!