ჭანტურიშვილი: მინდა წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგა

ჭანტურიშვილი სავარაუდო ტრანსფერზე, ნაკრებზე, ევროპის ლიგაზე, მოდრიჩზე ...

თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2018 წელი ვახტანგ ჭანტურიშვილისთვის კარიერაში  ერთ-ერთი საუკეთსო იყო. ქართველი შემტევი ტრნავის სპარტას ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა. ფეხბურთელმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ სლოვაკები ევროპის ლიგაში გავიდნენ.

 

მისი ეს გარჯა ვლადიმირ ვაისის ყურადღების გარეშე არ დარჩენილა. ჩვენი ეროვნული გუნდის მწვრთნელმა იგი ჯერ ამხანაგურ მატჩებში გამოსცადა, შემდეგ კი ერთა ლიგის შეხვედრებშიც მისცა თავის გამოჩენის საშუალება.

 

ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე Leadersport.ge ჭანტურიშვილს სლოვაკეთში დაუკავშირდა

 

- როგორი იყო წინა წელი პირადად შენთვის?

 

- საკმაოდ ნაყოფიერი წელი მქონდა. ვთვლი, რომ 2018 წელი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

 

- დაახლოებით წელიწადნახევარია, რაც სლოვაკეთში გადახვედი. რა შეგძინა მანდ თამაშმა?

- სლოვაკეთში უფრო თავდავდაჯერებული გავხდი. გარდა ამისა გამოცდილება მივიღე. ასევე ევროპულ ფეხბურთთან ადაპტაცია გავიარე, რაც ძალიან მახარებს.

 

- ტრნავამ 2018 წელს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. დარწმუნებული ვარ პირადად შენთვის იქ თამაში და მითუმეტეს გოლის გატანა განსაკუთრებული მომენტი იქნებოდა.

 

- ევროპის ლიგაში თამაში ბევრად მაღალი დონეა, გუნდებით დაწყებული ატმოსფეროთი დამთავრებული. ბედნიერი ვარ, რომ ჯგუფურ ეტაპზე თამაშის საშუალება მომეცა. რაც შეეხება გოლს, მართლაც განსაკუთრებული მომენტი და ემოცია იყო.

 

-ჯგუფში მეორე ადგილოსან ფენერბახჩეს მხოლოდ ქულით ჩამორჩით. შენი აზრით მაინც რამ შეუშალა სპარტაკს ხელი პლეიოფში გასულიყო?

 

-მომდევნო ეტაპამდე მართლაც ცოტა დაგვაკლდა და გული მწყდება რომ ჯგუფიდან ვერ გავედით. გამიჭირდება კონკრეტულად რამეს დავაბრალო. აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ღირსეულად ვითამაშეთ და ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ.

 

- სატრანსფერო პერიოდია და დარწმუნებული ვარ შემოთავაზებები გექნება.

 

- ჩემით რამდენიმე გუნდია დაინტერესებული და მეც მაქსიმალურად ვარ ამ პროცესში ჩართული. მინდა წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგა.

 

- რომელი ქვეყნებიდან გიწვევენ?

 

- ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, ყაზახეთიდან და თურქეთიდან.

 

- რა არის ტრნავას მიზანი ამ სეზონში?

 

- სამწუხაროდ მიზანი მხოლოდ ექვსეულში შესვლა. ახლა კლუბში მძიმე ვითარებაა. ტრნავა პრეზიდენტმა და სპორტულმა დირექტორმა დატოვეს. კლუბიდან რამდენიმე ლიდერიც წავიდა. ამ ყველაფრის ფონზე რთულია რაიმე კონკრეტულ მიზანზე ვისაუბრო.

- გუნდში ერთადერთი ქართველი არ ხარ, შენთან ერთად დავით სხირტლაძეც თამაშობს. უცხო გუნდში თანამემამულესთან ერთად თამაში ალბათ ბევრად მარტივია.

 

- როცა გავიგე, რომ ტრნავაში სხირტლაძე მოდიოდა ძალიან გამიხარდა. ბავშვობაში ერთ გუნდში ვთამაშობდით და მასთან ერთად ყოფნა დიდი კომფორტია.

 

- მას მერე, რაც ლეგიონერი გახდი, საქართველოს ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალა. მოგწონს 10 გუნდიანი ეროვნული ლიგა?

 

- ჩემპიონატს თვალს ვადევნებ და გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა.

 

- საქართველოს ნაკრებზეც მინდა გკითხო. ჩვენი გუნდის ერთა ლიგაზე გამოსვლას როგორ შეაფასებ?

 

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთა ლიგაზე ნაკრები შესანიშნავად გამოვიდა. გუნდში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია და მიხარია, რომ ამან შედეგი მოიტანა. რაც მთავარია ხალხს რწმენა და იმედი დაუბრუნდა, რასაც ამდენი ხანი ელოდებოდა. დარწმუნებული ვარ წინ კიდევ უფრო დიდი სიხარული გველის.

 

- ვლადიმირ ვაისს როგორ დაახასიათებდი?

 

- ვაისი ძალიან კარგი ადამიანი და ამავდროულად მცოდნე მწვრთნელია.  ჩემთვის მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. ვაისი ყოველთვის მზად არის მოგისმინოს და შეძლებისდაგვარად დაგეხმაროს.

 

- უცხოურ ფეხბურთსაც შევეხოთ. გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩი დაასახელეს. შენი აზრით სამართლიანად მიიღო მან ეს პრიზი თუ თვლი, რომ რომელიმე სხვა მოთამაშე იმსახურებდა?

- ვფიქრობ პრიზი სწორედ მოდრიჩს უნდა მიეღო. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია და ჯილდოც დამსახურებულად მოიგო.

 

- ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად ვის მიიჩნევ?

 

- ვფიქრობ, ლიგის მოგების მთავარი კანდიდატი ბარსელონაა და ჩემი სიმპათიებიც სწორედ ამ გუნდისკენ იხრება.

 

- რას ელი 2019 წლისგან?

 

- წელსაც, ისევე როგორც ყოველთვის, ველი კარიერულ წინსვლას, ვნახოთ რა იქნება, ცდას არ დავაკლებ და ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭირო იქნება, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.




ქართველი ტალანტების ათეული Leadersport-ის ვერსიით

ვის დაამატებდით ამ ჩამონათვალს...?

ადვილად განჭვრეტადი
თუმცა შეუჩერებელი...

დღეს არიენ რობენი 35 წლის გახდა 

- 1999 - სერენამ დიდი სლემის პირველ 1/4 ფინალი ითამაშა

- 2019 - სერენა 50-ე დიდი სლემის 1/4 ფინალს ითამაშებს

სერენა უილიამსი - სიმონა ჰალეპი

6-1; 4-6; 6-4


- გაცხარებული გიორგი ლორია კასილასზე, ბუფონზე და მეკარის ფიქრებზე!
#წიწაკები -ს პირველი ეპიზოდი მხოლოდ Leadersport-ზე
- ყველაზე ცხარე ინტერნეტ საგა იწყება!