პროგნოზი: ბრაიტონი-ლივერპული

პროგნოზი: ბრაიტონი-ლივერპული

ბრაიტონი-ლივერპული

დრო: 12 იანვარი, შაბათი, 19:00 საათი

მსაჯი: კევინ ფრენდი (ინგლისი, 47)

სატურნირო მდგომარეობა

ბრაიტონი 26 ქულას ფლობს და მე-13 ადგილს იკავებს. ბურთების შეფარდება - 24:29.

 

ბრაიტონი, რომელსაც ყველა ტურნირზე ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ბოლო შეხვედრა ინგლისის ასოციაციის თასის 1/32-ფინალში ჩაატარა და ბორნმუთს სტუმრად 3:1 სძლია.

 

ბრაიტონი საშინაო კედლებში საკმაოდ სტაბილურია, აქ გუნდმა ბოლო 9 მატჩიდან მხოლოდ ორი წააგო.

 

მიმდინარე გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ლივერპული, რომელმაც 2018 წელი პრემიერ ლიგაში წაუგებელი გუნდის სტატუსით დაასრულა, 3 იანვარს მოქმედ ჩემპიონ მანჩესტერ სიტისთან სტუმრად (1:2) დამარცხდა. მიუხედავად ამისა, 54 ქულის მფლობელი გუნდი მაინც დამაჯერებლად ლიდერობს. მერსისაიდელებმა 49 გოლი გაიტანეს და 10 გაუშვეს (ყველაზე ცოტა გაშვებული).

 

სიტისთან მარცხამდე, ლივერპულს 8 -მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა, საიდან ოთხშიც გუნმდა გოლი არ გაუშვა.

 

ლივერპულმა სტუმრად ბოლო ორი მატჩი წააგო, უკანასკნელი შეხვედრა გუნდმა ინგლისის ასოციაციის თასზე გამართა, რომლის 1/32-ფინალში ვულვზთან - 2:1 დამარცხდა.

 

ურთიერთშეხვედრები

გუნდები ერთმანეთს სულ 5-ჯერ შეხვდნენ და ყველა შემთხვევაში გამარჯვებული მერსისაიდული კლუბი გამოვიდა, აქედან სამჯერ ლივერპულმა მინიმუმ 5 გოლი გაიტანა.

 

სავარაუდო შემადგენლობა

ბრაიტონი: ბატონი, ბერნარდო, დიუფი, დანკი, მონტოია, ლოკადია, პრიოპერი, სტეფენსი, მარჩი, გრობი, მარი.

მთავარი მწვრთნელი: კრის ჰიუტონი (ირლანდია).

 

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, ფაბინიო, ვან დეიკი, რობერტსონი, ვეინალდუმი, ჰენდერსონი, კეიტა, სალაჰი, ფირმინო, მანე.

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი (გერმანია).

 

პროგნოზი

 

გოლს ორივე გუნდი გაიტანს @2.15

მატჩში მინიმუმ 3 გოლი გავა @1.65


ბრაიტონი-ლივერპული

ბრაიტონმა ექვსივე საშინაო მარცხი "დიდი ექვსეულის" წარმომადგენელი კლუბების წინააღმდეგ იწვნია. მიმდინარე სეზონში ეს გუნდისთვის პირველი ისეთი საშინაო მატჩი იქნება, რომელშიც მისი მოწინააღმდეგე პრემიერლიგის ლიდერი გუნდია.

ლივერპულმა ის ბოლო 8 შეხვედრა რომელიც შაბათ დღეს სამ საათზე ჩაატარა, გამარჯვებით დაასრულა, აქედან 7 მინიმუმ სამბურთიანი უპირატესობით.

ლივერპულს პრემიერლიგაში ზედიზედ ორი მატჩი 2015 წლის შემდეგ არ წაუგია. მაშინ გუნდს ბრენდან როჯერსი თავკაცობდა.

პრემიერლიგის იმ 209 ფეხბურთელიდან, რომელმაც მიმდინარე სეზონში ასზე მეტ ორთაბრძოლაში მონაწილეობა მიიღო, მოგებული დუელების რაოდენობით უმაღლესი მაჩვენებელი ლივერპულის ცენტრალურ მცველ ვირჯილ ვან დეიკს აქვს (75.2%).

ერთადერთი სპეციალისტი, რომელსაც უფრო მეტი მატჩი აქვს ლივერპულის წინააღმდეგ წაგებული ვიდრე ბრაიტონის მთავარ მწვრთნელ კრის ჰიუტონს (6-დან 6) გარი მეისონია, რომელმაც ცხრიდან ცხრა მატჩი დათმო.

ლივერპულის თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა ბრაიტონის წინააღმდეგ ჩატარებულ 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა.

ლივერპულის თავდამსხმელ ბრაზილიელ რობერტო ფირმინოს პრემიერლიგის ბოლო 2 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, იმდენივე რამდენიც წინა 19-ში.




ქართველი ტალანტების ათეული Leadersport-ის ვერსიით

ვის დაამატებდით ამ ჩამონათვალს...?

ადვილად განჭვრეტადი
თუმცა შეუჩერებელი...

დღეს არიენ რობენი 35 წლის გახდა 

- 1999 - სერენამ დიდი სლემის პირველ 1/4 ფინალი ითამაშა

- 2019 - სერენა 50-ე დიდი სლემის 1/4 ფინალს ითამაშებს

სერენა უილიამსი - სიმონა ჰალეპი

6-1; 4-6; 6-4


- გაცხარებული გიორგი ლორია კასილასზე, ბუფონზე და მეკარის ფიქრებზე!
#წიწაკები -ს პირველი ეპიზოდი მხოლოდ Leadersport-ზე
- ყველაზე ცხარე ინტერნეტ საგა იწყება!