ჟოზე და სპეკულაციები

მას პრემიერ-მინისტრობაც დამშვენდებოდა

ჟოზე მოურინიოსთვის 2018 წელი ცუდად დასრულდა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა მანჩესტერ იუნაიტედში დაკისრებულ მოვალეობას  თავი სათანადოდ  ვერ გაართვა, რაც განსაკუთრებით მიმდინარე სეზონში თვალნათლივ გამოჩნდა და კლუბის დატოვება მოუწია. უფრო სწორად, მანჩესტერის ბოსებს ყელში ამოუვიდათ და მას კარისკენ მიუთითეს. მიუხედავად ამისა, თუ გავრცელებულ ჭორებს დავუჯერებთ, "განსაკუთრებულის" მომავალი მალე შეიცვლება და ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს ჩაიბარებს. საუბარი მადრიდის რეალში დაბრუნებაზეა, რომელსაც ახლა საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას. თანაც თუ წარსულს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ჟოზე ამა თუ იმ გუნდიდან წასვლის შემდეგ, ახალი სამსახურის პოვნას ყოველ ჯერზე ძალიან მალე და ადვილად ახერხებდა.

 

ასე იყო ჩელსიდან, ინტერიდან, და რეალიდან გათავისუფლების დროს, ხოლო ჩელსიში მეორე ვადით მუშაობის შემდეგ, მან წითელ ეშმაკებს სულ რაღაც ექვს თვეში მიაშურა. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, მოურინიოსთვის ახალი სამუშაოს შოვნა რთული ამოცანა ნამდვილად არ უნდა იყოს.  ის შესაძლოა კვლავ ჩელსიში დაბრუნდეს ან პრემიერ-მინისტრიც კი გახდეს. ხუმრობით იმასაც კი ამბობენ რომელი ვაკანსიაც პირველი გამოჩნდება ის მოურინიოსთვის უმალ ხელმისაწვდომი იქნებაო.

 

თუმცა ახლა ყველაზე რეალური თითქოს მისი რეალში მისვლა ჩანს. იმავე დღიდან, რაც მოურინიო მანცესტერიდან გაათავისუფლეს, მედიამ მისი სამეფო კლუბთან აქტიურად დაკავშირება დაიწყო.

 

აი, რას ამბობს რეალში დაბრუნების შესაძლებლობასთან დაკავშირებით თავად 55 წლის სპეციალისტი: "როდესაც ფეხბურთელი ან  მწვრთნელი ყოფილ კლუბს  უბრუნდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მან იქ ყოფნის დროს რაღაც პოზიტიური გააკეთა. ეს მაშინ ვიგრძენი, როცა ჩელსიში დავბრუნდი. როდესაც მწვრთნელს ყოფილ კლუბში კვლავ იწვევენ ეს უზარმაზარი პატივია. გუნდები ხშირად ცდილობენ დაიბრუნონ ის მწვრთნელი ან ფეხბურთელი, რომელსაც კარგად იცნობენ და მათთან აქამდეც უმუშავიათ, რაც  მაღალ პროფესიონალურ ღირებულებებზე მიანიშნებს".

 

 

არ არის მარტივი მიხვიდე იმ გუნდში, რომელიც წინა სეზონის ბოლოს ზინედინ ზიდანმა და კრიშტიანუ რონალდუმ დატოვეს. ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა ხულენ ლოპეტეგი, რომელსაც ვიდრე სანტიაგო სოლარი ჩაანაცვლებდა, რეალში ყოფნა ღამის კოშმარად ექცა. სოლარის ხელში რეალს  უკეთესობა ეტყობა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 სეზონის გამარჯვებული გუნდი ლა-ლიგაში მეხუთე ადგილზეა და ლიდერ ბარსელონას 10 ქულით ჩამორჩება.

 

ჟოზე მოურინიოს შესწევს უნარი იპოვოს ის გასაღები, რომელიც რეალს გამოაფხიზლებს და სწორ გზაზე დაყენებს.




ქართველი ტალანტების ათეული Leadersport-ის ვერსიით

ვის დაამატებდით ამ ჩამონათვალს...?

ადვილად განჭვრეტადი
თუმცა შეუჩერებელი...

დღეს არიენ რობენი 35 წლის გახდა 

- 1999 - სერენამ დიდი სლემის პირველ 1/4 ფინალი ითამაშა

- 2019 - სერენა 50-ე დიდი სლემის 1/4 ფინალს ითამაშებს

სერენა უილიამსი - სიმონა ჰალეპი

6-1; 4-6; 6-4


- გაცხარებული გიორგი ლორია კასილასზე, ბუფონზე და მეკარის ფიქრებზე!
#წიწაკები -ს პირველი ეპიზოდი მხოლოდ Leadersport-ზე
- ყველაზე ცხარე ინტერნეტ საგა იწყება!