ზამთრის თასზე ჩემპიონი ჯგუფში ჩარჩა 

ორი მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია 

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასის გათამაშება გრძელდება. პირველ სათამაშო დღეს საქართველოს ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2- ის მონაწილე გუნდები ასპარეზობენ. 

 

13 გუნდი ოთხ ჯგუფში გადანაწილდა. ა ჯგუფში ცხინვალის გამარჯვებისა და მეორე ადგილზე თბილისის დინამოს გასვლის შემდეგ, 16:00 საათზე სტარტი ბ ქვეჯგუფის შეხვედრებმა აიღო სადაც სამი გუნდი - საქართველოს მოქმედი ჩემპიონი საბურთალო, გორის დილა და რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე თელავი გამოდიოდნენ. 

 

ჯგუფის პირველი მატჩი საქართველოს ორ ტიტულოვან კლუბს შორის გაიმართა, რომელშიც დილამ საბურთალო -  3:1 დაამარცხა, შემდეგი მატჩი კი თელავთან - 0:3 დათმო. 

შესაბამისად, გადამწყვეტი მნიშვნელობა საბურთალოსა და თელავის მატჩს ჰქონდა, რომელშიც კახურმა გუნდმა ლამაზი, კომბინირებული თამაში აჩვენა და მეტოქეს -3:1 მოუგო. 

 

მეოთხედფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ: 

ცხინვალი-დილა 19:00 საათი

დინამო-თელავი 20:00 საათი 

 

მატჩების საყურებელი ბმული




ქართველი ტალანტების ათეული Leadersport-ის ვერსიით

ვის დაამატებდით ამ ჩამონათვალს...?

ადვილად განჭვრეტადი
თუმცა შეუჩერებელი...

დღეს არიენ რობენი 35 წლის გახდა 

- 1999 - სერენამ დიდი სლემის პირველ 1/4 ფინალი ითამაშა

- 2019 - სერენა 50-ე დიდი სლემის 1/4 ფინალს ითამაშებს

სერენა უილიამსი - სიმონა ჰალეპი

6-1; 4-6; 6-4


- გაცხარებული გიორგი ლორია კასილასზე, ბუფონზე და მეკარის ფიქრებზე!
#წიწაკები -ს პირველი ეპიზოდი მხოლოდ Leadersport-ზე
- ყველაზე ცხარე ინტერნეტ საგა იწყება!