უფროსი ნეიმარი ბარსელონას დაუკავშირდა...

ნეიმარმა ბარსელონაში ხუთჯერ დარეკა

ნეიმარმა რომ თითზე კბენანი დაიწყო არახალი ამბავია. ბრაზილიელ ფორვარდს პარიზში გაჩერება აღარ სურს და ბარსელონაში დაბრუნებას ეშურება. როგორც პოპულარული ესპანური გამოცემა El Mundo წერს, კატალონიური კლუბიც მოწადინებულია ბრაზილიელი ფორვარდი უკან დაიბრუნოს.

 

ნეიმარი, ბლაუგრანადან პსჟ-ში, 2017 წელს, სარეკორდო 222 მილიონ ევროდ გადავიდა, რაშიც მამამისის როლიც უდიდესი იყო, თუმცა ბოლო პერიოდში საფეხბურთო ექსპერტები და ზოგადად გულშემატკივრები აღიარებენ, რომ ეს ნაბიჯი დიდი შეცდომა იყო.

 

ამასობაში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნეიმარმა ბარსელონას წარმომადგენლებს ხუთჯერ დაურეკა თხოვნით, რათა მის უკან წაყვანაზე იზრუნონ. ამბობენ, რომ ნეიმარის მამაც, ბარსელონას პრეზიდენტს ხოსე მარია ბარტომეუს რამდენჯერმე დაუკავშირდა და სიტყვა შვილის ტრანსფერზე ჩამოუგდო.

 

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.




ქართველი ტალანტების ათეული Leadersport-ის ვერსიით

ვის დაამატებდით ამ ჩამონათვალს...?

ადვილად განჭვრეტადი
თუმცა შეუჩერებელი...

დღეს არიენ რობენი 35 წლის გახდა 

- 1999 - სერენამ დიდი სლემის პირველ 1/4 ფინალი ითამაშა

- 2019 - სერენა 50-ე დიდი სლემის 1/4 ფინალს ითამაშებს

სერენა უილიამსი - სიმონა ჰალეპი

6-1; 4-6; 6-4


- გაცხარებული გიორგი ლორია კასილასზე, ბუფონზე და მეკარის ფიქრებზე!
#წიწაკები -ს პირველი ეპიზოდი მხოლოდ Leadersport-ზე
- ყველაზე ცხარე ინტერნეტ საგა იწყება!