ივან ექიმი ტოტალიზატორ ბეთპოინტიდან

- ვინ მოიგებს ლიგას?

ივან კამპო:

- მაინც მადრიდის რეალი!

გახსოვთ ივან კამპო?! მადრიდის რეალის მცველი, ვისაც ბევრი ფეხბურთელისთვის საოცნებო ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა, საკონტინენტთაშორისო და კიდევ ბევრი დიდი თუ მცირე ტიტული ისე აქვს მოგებული, პირველ პლანზე არასდროს გამოჩენილა...

 

სამაგიროდ, ამას წინათ თბილისში გამოჩნდა, ზამთრის თასზე ვეტერან ესპანელებთან ერთად ითამაშა.ხუჭუჭთმიანი ივან კამპო დღეს 44 წლისაა. რეალში, მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში ხუთი სეზონი გაატარა; პრემიერლიგის ბოლტონი, მალიორკა, ვალენსია, ალავესი და კიდევ რამდენიმე კლუბი მოილია, ბევრი ნახა და ბევრსაც ანახა, როგორ უნდა დიდი ფეხბურთის თამაში... 

 

კარგი მოსაუბრეც გამოდგა... მართალია, ესპანურის ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ ჩვენი ძმა და მეგობრი ვაჟა ხუციშვილი საქმეში ისე მოხდენილად ჩაერია, აი, ეს ინტერვიუ გაგვაკეთებინა... 

 

 

- ამჟამად რას საქმიანობთ ?


- მალიორკაზე ვცხოვრობ, ვარ „მალიორკას“ ელჩი და ტოტალიზატორ ბეთპოინტის სახე. 

 

- ეს ისაა, რაზეც ფეხბურთელობის შემდეგ ოცნებობდით ?


- მთლად ის არაა, მაგრამ მსიამოვნებს რასაც ვაკეთებ და კმაყოფილი ვარ.

 

- ფეხბურთელი რომ არ გამოსულიყავით, რომელ პროფესიას აირჩევდით?


- ალბათ ექიმი გამოვიდოდი. მომწონს ადამიანების დახმარება. რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრი ვარ, რომლებიც ესპანეთში და სხვა ქვეყნებში ბავშვებზე ზრუნავენ.

 

 

- მწვრთნელობაზე არ გიფიქრიათ?


- მიფიქრია და გადავწყვიტე, რომ მწვრთნელობა საჩემო საქმე არაა.

 

- იმ მომენტს თუ გაიხსენებთ, როცა მადრიდის რეალში თქვენი გადასვლა გადაწყდა?


- მალიორკამ, სადაც ვალენსიადან ვიყავი განათხოვრებული, კონტრაქტი შემომთავაზა და ხელის მოწერაც გადავწყვიტე, მაგრამ მოულოდნელად ვალენსიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ უკეთესი კლუბი მეპატიჟებოდა. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს მადრიდის რეალი იყო.

- ადვილად ჩაეწერეთ რეალში?


-  რამდენიმე ფეხბურთელს ნაკრებიდან იქამდეც ვიცნობდი და გამიადვილეს გუნდთან  შეგუება, თუმცა კი წნეხი ძალიან დიდი იყო. იოლი ნამდვილად არაა რეალის ძირითადში დამკვიდრება.

 

- ვის გვერდით უფრო გიადვილდებოდათ თამაში?


- ვერავის გამოვარჩევ, უმაღლესი კლასის ფეხბურთელები იყვნენ.

 

- ვის გამოარჩევთ მწვრთნელებიდან, ვისთანაც გითამაშიათ?


-  ვისენტე დელ ბოსკე იყო განსაკუთრებული. უფრო მეგობარი იყო, ვიდრე მწვრთნელი. არ სჭირდებოდა ხმის აწევა და ზედმეტი ახნსა იმისა თუ რა უნდა გეკეთებინა მოედანზე. უსიტყვოდაც კი უგებდნენ ფეხბურთელები.

 

 

- რას ფიქრობთ ხულენ ლოპეტეგისგან ნაკრების მიტოვებასა და რეალში წასვლაზე? რამ განაპირობა მისი უცნაური გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ?


-  ალბათ  ცდუნებას ვერ გაუძლო. ის ხომ რეალის ყოფილი მეკარეა და ეგებ, ოცნებობდა კიდეც ამ გუნდის გაწვრთნაზე. გარდა ამისა, მაშინ, როცა რეალის გაწვრთნას დათანხმდა, მგონი არც იცოდა რომ რონალდუ წასვლას აპირებდა. სულ სხვა გეგმები ჰქონდა და სხვა რეალობის წინაშე აღმჩნდა.

 

- ახლა რაღა სჭირს რეალს?


- რონალდუ წავიდა, სერხიო რამოსს, მარსელოს, ბენზემას და ბეილს ასაკი ემატებათ. ამასობაში კლუბს გამორჩა ის მომენტი, რომ მომავალი გაეზარდა გუნდისთვის.  გამზადებულ რონალდუს ყოველწელს ვერ იყიდი. თუ გახოვთ, როგორ კარგად დაიწყეს ასენსიომ და ვასკესმა ზიდანის ხელში, მაგრამ ისვე კარგად ვეღარ გააგრძელეს. რეალმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს  საკუთარ სკოლის ფეხბურთელების აღზრდას.

 

- ხუთი წელი ბოლტონში გაატარეთ და რას გაიხსენებთ იმ პერიოდიდან?


- ბოლტონური კარიერა კარგად აეწყო. გულშემატკივრებმა კარგად მიმიღეს და მეც კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ დასასრული გამოვიდა ცუდი. სრულიად უცერემონიოდ გამიშვეს გუნდიდან. დამირეკა დირექტორმა და მითხრა, რომ თავისუფალი ვარ და კონტრაქტს აღარ გამიგრძელებდნენ. არადა, მე უკვე გამოსათხოვარ საქველმოქმედო მატჩზე ვფიქრობდი.

 

 

- მოურინიუს და გვარდიოლას  საფეხბურთო ფილოსოფიაზე რას იტყვით?


- ფაქტია, რომ ორივე დიდი მწვრთნელია. ახალ კლუბში მისვლისას იგივე მექანიზმის აწყობას ცდილობენ, რაც უკვე ნაცადი აქვთ, თუმცა ეს ყველგან არ ჭრის. მაგალითად, მაურინიუ სამჯერ მოხსნეს. ორჯერ ჩელსიდან და ერთხელ მანჩესტერიდან, თუმცა მან ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო სხვადასხვა გუნდში (პორტუ და ინტერი) და ერთხელაც უეფას ევროპის ლიგა მანჩესტერში. გვარდიოლამ ბარსელონაში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ იგივე ვერ შეძლო ბაიერნში და ახლა ცდილობს სიტიში. ყველა გუნდს თავისებური მიდგომა სჭირდება და ეს უკვე 100 პროცენტით მწვრთნელზეა დამოკიდებული.

 

- წლეულს ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?


- მაინც მადრიდის რეალი.

 

- შეადგინეთ სიმბოლური ნაკრები, რონალდუს, მესის და ნეიმარის გარეშე...


- კასილასი; რობერტო კარლოსი, მალდინი, ბარეზი, კაფუ; ოკოჩა, რედონდო, ზიდანი, ფიგუ; რონალდო, რომარიო.

 




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი