ბასილაშვილმა დაიწყო და დაასრულა

ქართველი ჩოგბურთელი რეიტინგის 180-ე ჩოგანთან დამარცხდა

სოფიას წარმომადგენლობითი ტურნირი წარუმატებელი გამოდგა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის. ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელი კორტზე პირველად სწორედ ბულგარეთის დედაქალაქში გამოჩნდა და გულშემატკივარსაც მისი ეიმედებოდა, მაგრამ კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო.

 

ბასილაშვილი ტურნირზე მეხუთე ნომრად იყო განთესილი და შესაბამისად პირველ წრეშიც შედარებით სუსტი მეტოქე ერგო. დანიელ ბრანდსი ბობოლა ჩოგბურთელების რიცხვს ნამდვილად არ განეკუთვნება. ამაზე მისი რეიტინგიც მეტყველებს. გერმანელი მეჩოგნე მსოფლიოს 180-ე ჩოგანია.

 

ბრანდსი ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ამოვიდა და შეიძლება ითქვას გვარიანი სენსაციაც მოახდინა. ბასილაშვილი საკუთარ თავს არ ჰგავდა და 6:7, 5:7 დამარცხდა. ნიშანდობლივია, რომ მეორე სეტში ბასილაშვილი 4:0 იგებდა, მაგრამ სეტი მაინც ვერ მოიგო. მეორე პარტიის დათმობა  კი ნიკას მატჩის წაგებადაც დაუჯდა.

 

იმედი ვიქონიოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი სოფიას ტურნირს მალე დაივიწყებს და მომავალი შეჯიბრებებისთვის უფრო შემართებით მოემზადება.




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი