საამაყო და სამარცხვინო

ლებრონის მიღწევა და უმძიმესი მარცხი

ლებრონ ჯეიმსისთვის დღევანდელი დღე უცნაური გამოდგა, კალათბურთის "მეფემ" ერთდროულად მნიშვნელოვან შედეგსაც მიაღწია და კარიერაში ყველაზე მძიმე მარცხიც იწვნია.

დღეს გამთენიისას, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული გათამაშების მორიგ შეხვედრაში, ლოს ანჯელეს ლეიკერსი ინდიანა პეისერსსთან სტუმრად - 94:136 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ 16-წლიანი კარიერის განმავლობაში, ლეიკერსის ფორვარდს 36 ქულაზე დიდი სხვაობით არცერთი შეხვედრა დაუთმია.

მიუხედავად მძიმე მარცხისა, ლებრონი, რომელიც თითქმის ერთთვიანი ტრავმის შემდეგ პარკეტს შაბათს დაუბრუნდა, დღევანდელ შეხვედრაში 18 ქულით, 7 მოხსნითა და 9 პასით გამოირჩა.

დაგროვილი ქულები ლებრონს 32 000-იანი მაჩვენებლის დაძლევაში დაეხმარა და NBA-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის მე-5 ადგილზე აინაცვლა.

ჯეიმსზე წინ, ლეგენდარული მაიკლ ჯორდანია, რომლის შედეგის გაუმჯობესება ლებრონს მიმდინარე სეზონშივე შეუძლია, მერე კი კარლ მელოუნი, კობი ბრაიანტი და ქარიმ აბდულ-ჯაბარი მოდიან.

ამჟამად, ლეიკერსის მოგება/წაგებათა ბალანსი 27:27-ს უდრის, რა მაჩვენებლითაც გუნდი მე-10 ადგილზეა. 




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი