დოჰა ოსაკას ვერ ნახავს

 2018 წელს დოჰაში ჩეხმა პეტრა კვიტოვამ იჩემპიონა

ქალთა შორის ზედიზედ ორი დიდი სლემის მომგები ნაომი ოსაკა ტრავმირებულია. იაპონელ ჩოგბურთელს დოჰას ტურნირზე უნდა ეთამაშა, რომელიც 11 თებერვალს იწყება, მაგრამ გეგმებში იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუხდა.

 

ავსტრალიის ღია პირველობის ტრიუმფატორი და პირველი აზიელი ჩოგბურთელი, რომელიც ოდესმე რეიტინგის პირველი ნომერი გამხდარა ზურგმა შეაწუხა და ყატარის დედაქალაქშიც ამის გამო ვეღარ ითამაშებს. ოსაკა ტურნირიდან უკვე ოფიციალურად მოეხსნა.

 

„ამის გამო გული მწყდება. დოჰაში გულშემატკივრებთან შეხვედრა მქონდა დაგეგმილი და ვიმედოვნებდი, რომ კარგადაც ვითამაშებდი, მაგრამ იძულებული ვარ თავი შევიკავო. ყველას ვუსურვებ წარმატებებს და იმედი მაქვს, რომ გაისად შევხვდებით“ - აღნისნა ნაომი ოსაკამ.

 

შეგახსენებთ, 2018 წელს დოჰაში ჩეხმა პეტრა კვიტოვამ იჩემპიონა.




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი