კვიტოვა: განწირული ხმით ვკიოდი...

ჩეხმა ჩოგბურთელმა სასამართლოს ჩვენება მისცა

3 წლის წინ სათუო იყო შეძლებდა თუ არა ის კარიერის გაგრძელებას. მას, მარცხენა ხელზე  ხუთივე თითი გადაჭრილი ჰქონდა და სერიოზული ოპერაცია დასჭირდა. ყოველივე ამის ფონზე კი ჩოგნის ხელში მყარად დაჭერა და პროფესიონალურ ჩოგბურთში დარჩენა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მითუფრო რომ ის ცაციაა.

 

ჩოგბურთის მოყვარული ალბათ მიხვდებოდა, რომ პეტრა კვიტოვას თავს გადახდენილ უსიამოვნო ამბავზე ვსაუბრობთ, რომელიც მას 2016 წელს შეემთხვა. ჩეხ ჩოგბურთელს, უიმბლდონის ორგზის ჩემპიონს საკუთარ სახლში ძარცვის მიზნით თავს 33 წლის რადიმ ზონდრი დაესხა. მძარცველმა, კვიტოვას ყელზე დანა მიადო და მოკვლით დაემუქრა. ჩოგბურთელმა თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია და დანის კისრიდან მოცილება სცადა, რაც გამოუვიდა კიდეც, თუმცა თითებზე სერიოზული დაზიანებები მიიღო.

 

ეს ამბავი იმად გაგვახსენდა, რომ ახლახანს, ქალაქ ბრნოში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე, პეტრა კვიტოვამ ჩვენება კიდევ ერთხელ მისცა, თუმცა მან ამის გაკეთება ცალკე ოთახში ისურვა, რადგან რადიმ ზონდრის სახე არ დაენახა.

 

„მე განწირული ხმით ვკიოდი. ოთახი სულ სისხლით იყო მოთხვრილი. მან ყელზე დანა ჰქონდა მოდებული“ - უთხრა სასამართლოს კვიტოვამ, რომელსაც იმ ინციდენტის შემდეგ თითქმის ნახევარი წელი გაუცდა, ახლა კი მსოფლიოს მეორე ჩოგანია.

 

ჩვენებაში, კვიტოვა ასევე ამბობს, რომ მძარცველს 390 ევრო მისცა, რის შემდეგაც მან სახლი დატოვა. რადიმ ზონდრი, რომელსაც 12 წლიანი პატიმრობა ემუქრება ბრალდებას უარყოფს და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი