ჯერ მწარე და მერე ტკბილი

რუმინეთის შემდეგ, 17 თებერვალს, საქართველოს ნაკრები მეორე მატჩს თბილისში ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს

ბორჯღალოსნები უკვე რუმინეთში არიან და პრინციპულ მეტოქესთან დასაპირისპირებლად ადგილზე ემზადებიან. შეგახსენებთ, რაგბი ევროპის გათამაშების სასტარტო მატჩში მილტონ ჰეიგის გაწრთვნილები პრინციპულ მეტოქეს შეერკინებიან.

 

წლის პირველ შეხვედრას, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 9 თებერვალს, საქართველოს დროით 16 საათზე ქალაქ კლუჟში გამართავს და ტრადიციულად, ამ დღეს გათამაშდება რუმინეთთან საზიარო „ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი“, თამაში კი ქვეყნებს შორის 300-წლიან ურთიერთობას მიეძღვნება.

 

„ცოტა უჩვეულოა პირველი თამაში რუმინეთთან რომ გვაქვს და მზადებაც წინა წლებისგან განსხვავებულია. რაც უფრო რთულ მეტოქესთან გიწევს თამაში, მით უფრო რთულია მზადება. ყველას კარგად გვესმის, რომ პირველი თამაში რთულ მეტოქესთან გვიწევს და გასამარჯვებლად მაქსიმუმს გავიღებთ“ - ამბობს ბორჯღალოსანთა კაპიტანი მერაბ შარიქაძე.

 

რუმინეთის შემდეგ, 17 თებერვალს, საქართველოს ნაკრები მეორე მატჩს თბილისში ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი