გავიცნოთ სარაგოსას მეორე ქართველი

18 წლის შემტევი ლევან გრძელიძე რომ ესპანურ სარაგოსაში გადავიდა, ამის შესახებ იცით. კონტრაქტი გაფორმდა და ეს მიუხედავად იმისა, რომ ლევანმა მძიმე ტრავმა მიიღო.

უფრო კონკრეტულად მიხეილ ხუციშვილს ვკითხეთ. მისი და ლევან ზუხბაიას მეშვეობით მოხერხდა გრძელიძის ტრანსფერი ლოკომოტივიდან სარაგოსაში. ლევანი სინჯებზე იყო და ესპანელებს თავი მოაწონა. ხუციშვილის თქმით, 5-წლიანი ხელშეკრულებაც გაფორმდა.

 

"გრძელიძეს მუხლის ჯვარედინი მყესების ოპერაცია დასჭირდა. 6-7 თვე გაუცდება".

 

ლევან გრძელიძე პატარაობიდანვე ერთ-ერთი გამორჩეული იყო თავის ასაკში - 2000 წელს დაბადებულებში. ტექნიკური ცაცია კარგი დრიბლინგით. ინდივიდუალისტია. ძლიერი დარტყმა აქვს. თამაშის მანერით ჰგავს გიორგი ჭანტურიასა და ლუკა ზარანდიას. სუსტ მხარეებს რაც შეეხება, შედარებით ნაკლებ შავ სამუშაოს ასრულებს, უბურთოდ თამაშიც არ უყვარს.

 

გრძელიძე ბავშვობაში იყო ირაოში. ყველაზე დიდხანს თამაშობდა საბურთალოში, მერე ერთი წელი 35-ე სკოლაში იყო, ხოლო 2016 წლიდან ლოკომოტივშია, სადაც ხან დუბლებში გამოდიოდა, ხან 19-წლამდელთა გუნდში. ლოკოში 17-წლამდელთა ლიგაც მოიგო და 19-წლამდელებისაც. შარშან ლოკომოტივის მთავარ გუნდშიც მისცეს შანსი, ორი მატჩი ჩაატარა ეროვნულ ლიგაში.  




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი