გურულის ყუმბარა ბულგარელებთან (+video)

1987 წლის შემოდგომაა, უეფას თასის პირველი ეტაპი, ანუ 1/32 ფინალი. თბილისის დინამოს სტუმრად 1:3 ჰქონდა წაგებული ბულგარული სოფიის ლოკომოტივთან, შინ კი 3:0 სძლია.

გაჭირდა თბილისში, მაგრამ მაინც გატეხეს თბილსელებმა მეტოქე. პირველივე წუთებზე რამაზ შენგელიამ პენალტი ვერ გაიტანა. თუმცა ტაიმის ბოლოს თენგიზ სულაქველიძემ გახსნა ანგარიში.

 

 

ვიდეოში კი ასახულია გია გურულის მეორე გოლი, რომელიც 73-ე წუთზე გავიდა. შორეული, ძლიერი დარტყმით. გადამწყვეტი სწორედ ეს გამოდგა...

 

 

მესამე ბურთი კი ალექსანდრე ჩივაძემ მიითვალა.   

 

 




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი