კორეელთა საკითხზე სამმხრივი შეხვედრა შედგება

წინასწარი მონაცემებით, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ტოკიოს თამაშებზე ერთიანი გუნდით წარსდგებიან 

საერთაშორისო კოლიმპიური კომიტეტი (IOC) სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებთან სამმხრივი შეხვედრისთვის ემზადება.
 

 

IOC-ის ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სპორტის მინისტრები და ორი ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელები, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ეოკ-ების ერთობლივი მუშაობა განიხილება. 
 

 

სამმხრივი შეხვედრა 15 თებერვალს ლოზანაში, IOC-ის შტაბ-ბინაში შედგება. აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლები არ დაიშვებიან. IOC მოლაპარაკებათა შედეგებს პრესრელიზით გამოაქვეყნებს.

 

წინასწარი მონაცემებით, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ტოკიოს თამაშებზე ერთიანი გუნდით წარსდგებიან ქალთა კალათბურთში, აკადემიურ ნიჩბოსნობაში, კაიაკსა და კანოეში.




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი