პროგნოზი: მანჩესტერ სიტი-ჩელსი

პროგნოზი: მანჩესტერ სიტი-ჩელსი

მანჩესტერ სიტი-ჩელსი

დრო: 10 თებერვალი, კვირა, 20:00 საათი

მსაჯი: მაიკ დინი (ინგლისი, 50)


სატურნირო მდგომარეობა


ეს ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ორი სეზონის ჩემპიონი გუნდის დაპირისპირებაა, რომლებიც ამ შეხვედრას განსხვავებული სატურნირო მდგომარეობით ხვდებიან.მანჩესტერ სიტი 63 ქულას ფლობს, ჩემპიონობისთვის იბრძვის და ლიდერ ლივერპულს 3-ით ჩამორჩება. რაც შეეხება ჩელსის, არისტოკრატები ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვიან, 48 ქულა და მეოთხე ადგილზე მყოფ მანჩესტერ იუნაიტედთან ოექულიანი ჩამორჩენა აქვთ.

სიტი მიმდინარე სეზონში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გამტანი გუნდია. ქალაქელების ანგარიშზე 68 გატანილი და 20 გაშვებული გოლია, მაშინ როცა ჩელსის მაჩვენებელი ამ კომპონენტში - 45:23-ს უდრის.


მანჩესტერ სიტი პრემიერლიგაში საშინაო არენაზე საუკეთესო გუნდია. მიმდინარე სეზონში ჩატარებული 13 მატჩიდან გვარდიოლას გუნდმა 12 მოიგო და მხოლოდ ერთში დამარცხდა. საპირისპიროდ, ჩელსის სტუმრად ძალიან ცუდი მაჩვენებელი აქვს ზედიზედ 3 მარცხი და ბოლო 9 მატჩიდან 5 წაგება.

მანჩესტერ სიტიმ ყველა ტურნირზე ბოლო 11 მატჩიდან 10 მოიგო, შვიდში კი კარი მშრალად შეინახა. რაც შეეხება ჩელსის, გუნდმა ბოლო 5 მატჩიდან ძირითად დროში მხოლოდ 2 მოიგო.

წინა ტურში სიტიმ ევერტონთან სტუმრად ითამაშა და 2:0 იმარჯვა, ჩელსიმ კი სტემფორდ ბრიჯზე ჰადერსფილდი გაანადგურა - 5:0.



ურთიერთშეხვედრები


გუნდებს შორის გამართული 147 დაპირისპირების შემდეგ, ჩელსი ლიდერობს.

დეკემბერში სტემფორდ ბრიჯზე დამარცხებამდე (0:2), მანჩესტერ სიტის სამმატჩიანი გამარჯვებათა სერია ჰქონდა.

ამ გუნდების ბოლო ოთხი შეხვედრიდან არცერთი დასრულებულა ისე, რომ გოლი ორივე მეტოქეს გაეტანოს.


სავარაუდო შემადგენლობა:


მანჩესტერ სიტი: ედერსონი, ლაპორტი, ოტამენდი, სტოუნსი, ვოლკერი, სილვა, ფერნანდინიო, დე ბრუინი, სანე, აგუერო, სტერლინგი.

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა (ესპანეთი).

ჩელსი: არიზაბალაგა, ასპილიკუეტა, რუდიგერი, ლუისი, ალონსო, კანტე, ჟორჟინიო, ბარკლი, ვილიანი, იგუაინი, აზარი.

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო სარი (იტალია).

პროგნოზი

სტატისტიკა და გუნდების სათამაშო ფორმა გვაძლევს იმის საფუძველს, ვიფიქროთ, რომ მანჩესტერ სიტი ამ შეხვედრას მოიგებს, თანაც ისე, რომ მოქმედი ჩემპიონი გოლს არ გაუშვებს.

სიტი მოიგებს @1.50#mce_temp_url#

სიტი გოლს არ გაუშვებს @2.20#mce_temp_url#




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი