ბასილაშვილი და სეპი აღარ იქნება

მატჩი, 11 თებერვალს თბილისის დროით 14:00 საათზე არის ჩანიშნული

ნიკოლოზ ბასილაშვილი რომ როტერდამშია და მეტად პრესტიჟული ტურნირისთვის ემზადება ამას წინათ გამცნეთ. ისიც გითხარით, რომ ჩვენებურის პირველი მეტოქე  ანდრეას სეპი იქნებოდა, თუმცა ქართულ-იტალიური ჯახი აღარ შედგება.

 

საქმე იმაშია, რომ როტერდამის ტურნირიდან, რომლის საპრიზო ფონდიც 2 მილიონ ევროზე მეტია ესპანელი ბაუტისტა-აგუტი ტრავმის გამო მოიხსნა, რამაც საშეჯიბრო ბადეში გადაადგილებები გამოიწვია.

 

მოკლედ, ნიკოლოზ ბასილაშვილს გადაჯგუფების შემდეგ მეტოქე შეეცვალა და ის სამხრეთ კორეელი ჰეიონ  ჩუნგი იქნება. ნიჭიერი კორეელი ჩოგბურთელი შარშან კარგ ფორმაში იყო და ერთი ხანობა საუკეთესო ოცეულშიც იმყოფებოდა, ამჟამად კი მცირედი რეგრესი აქვს და რეიტინგშიც დაქვეითდა. ჩუნგი ამჟამად 50-ე პოზიციაზეა.

 

22 წლის ჩუნგი და ნიკოლოზ ბასილაშვილი აქამდე ერთმანეთს არასოდეს დაპირისპირებიან.

 

მატჩი, 11 თებერვალს თბილისის დროით 14:00 საათზე არის ჩანიშნული, თუმცა დაწყების დრო შესაძლოა შეიცვალოს.




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი