მონპელიეში ცონგამ ინავარდა

ცონგას ერთადერთი მეტოქე, რომელიც ფრანგი არ ყოფილა მოლდოველი ალბოტი გახლდათ

მონპელიეში მეტად წარმომადგენლობითი ტურნირი დასრულდა, რომლის ტრიუმფატორიც ჟო-ვილფრიდ ცონგა გახდა. საგულისხმოა, რომ ცონგამ ტურნირზე 5 მატჩი გამართა და აქედნ 4 შემთხვევაში დაპირისპირება თანამემამულეებთან მოუხდა. ფინალშიც ფრანგი პიერ ერბერი 6:4, 6:2 დაამარცხა.

 

მანამდე კი ცონგამ ტურნირიდან ჰუმბერტი, სიმონი და შარდი გამოთიშა. ერთადერთი მეტოქე, რომელიც ფრანგი არ ყოფილა მოლდოველი ალბოტი გახლდათ.

 

აქვე ისიც ავღნიშნოთ, რომ მონპელიეს ტურნირს ძირითადად ფრანგი ჩოგბურთელები იგებენ. ბოლო 8 წლის მანძილზე ის ფრანგებმა 6-ჯერ მოიგეს. ახლაც, ტრიუმფატორი ცონგა გახდა, რომლისთვისაც მონპელიეში მოგებული ტიტული კარიერაში მე-17 გამოდგა.




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი