პროგნოზი: რომა-პორტუ

პროგნოზი: რომა-პორტუ

რომა-პორტუ

დრო: 13 თებერვალი, ოთხშაბათი, 00:00 საათი

მსაჯი: დენი მაკელაი (ჰოლანდია, 36)

 

სატურნირო მდგომარეობა

ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის პლეიოფს რომასა და პორტუს დაპირისპირება გახსნის, რომელიც სტადიო ოლიმპიკოზე შედგება.

 

ჩემპიონთა ლიგა

 

მასპინძელი გუნდი G ჯგუფის მეორეადგილოსანია, ხოლო სტუმარი D ჯგუფის გამარჯვებული. ორივე კლუბი გრანდებისთვის სასურველ მეტოქედ მიიჩნეოდა, თუმცა წილისყრამ ისინი ერთმანეთს დაუპირისპირა.

 

მერვედფინალამდე მოსასვლელი გზა გუნდებმა განსხვავებულად განვლეს. რომამ ჯგუფი 9 ქულით და 3 წაგებით დაასრულა. ჯალოროსომ პირველადგილოსნის სტატუსი ტურნირის ბოლო სამი სეზონის გამარჯვებულ მადრიდის რეალს დაუთმო, სამეფო კლუბმა რომაელებს ორივე შეხვედრა მოუგო. რაც შეეხება პორტუს, პორტუგალიის მოქმედი ჩემპიონი შედარებით იოლ და დაბალანსებულ ჯგუფში მოხვდა. მეტწილად, სწორედ ამის დამსახურება იყო ის, რომ დრაკონებმა არცერთი შეხვედრა წააგეს, 5 მოგებითა და 1 ფრით 16 ქულა დააგროვეს, ჯგუფი კი გამარჯვებულის სტატუსით დაასრულეს. ჯგუფურ ეტაპზე რომაელებმა 11 გოლი გაიტანეს და 8 გაუშვეს, მაშინ როდესაც პორტუს მაჩვენებელი ასეთი იყო - 15:6.

 

შიდა ჩემპიონატები

 

პრიმეირა ლიგაში, 21 ტურის შემდეგ, პორტუ 51 ქულით და პრინციპულ მეტოქე ლისაბონის ბენფიკასთან მინიმალური უპირატესობით ლიდერობს. სერჟიო კონსეიშაოს გუნდმა ბოლო ორ ტურში ფრე ითამაშა, რის გამოც არწივებს სხვაობის შემცირების შესაძლებლობა მისცა. პორტუგალიის ჩემპიონატში რომას ბურთების საუკეთესო შეფარდება - 42:12 აქვს. იტალიის სერია ა-ში რომას საქმეები არც ისე კარგად მისდის. დედაქალაქელებმა სეზონი იმდენად ცუდად დაიწყეს, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ეუსებიო დი ფრანჩესკოს გათავისუფლების საკითხიც განიხილა, ამჟამად რომას 38 ქულა აქვს, მეექვსე პოზიციას იკავებს, 44 გოლი აქვს გატანილი და 30 გაშვებული და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ზონაშია. ეს შედეგი იმ გუნდისთვის, რომელსაც წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე 1 გოლი დააკლდა, არადამაკმაყოფილებელია.

 

სათამაშო ფორმა

 

განსხვავებულია გუნდების სათამაშო ფორმაც, პორტუმ ბოლო 26 შეხვედრიდან ერთადერთი წააგო (ლიგის თასის ფინალში სპორტინგთან, პენალტების სერიაში) და 22-ში იმარჯვა, ხოლო რომამ ბოლო 4 მატჩიდან ერთადერთი მოიგო და ისიც სერია ა-ს გამოკვეთილ აუტსაიდერ კიევოსთან. 12 დღის წინ, რომამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მარცხი იწვნია და კოპა იტალიას მეოთხედფინალში ფიორენტინასთან - 1:7 განადგურდა.

 

ბოლო მატჩი


ბოლო შეხვედრა რომამ სერია ა-ში, კიევოსთან სტუმრად ჩაატარა და 3:0 იმარჯვა, პორტუმ კი მორეირენსესთან ფრე 1:1 ითამაშა.

 

 

ურთიერთშეხვედრები

პორტუ რომას წინააღმდეგ უეფას ტურნირებზე ოთხ მატჩში არ დამარცხებულა - 2 მოგება, 2 ფრე.

 

გუნდებს შორის ბოლო მატჩი 2016 წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში შედგა - ორმატჩიანი დუელში პორტუმ იმარჯვა (3:0 და 1:1).

 

რომას პორტუგალიური გუნდების წინააღმდეგ ჩატარებულ 14 მატჩში დადებითი ბალანსი აქვს - 5 მოგება, 5 ფრე, 4 მარცხი. საშინაო კედლებში იტალიელებმა 7-დან 3 მატჩი მოიგეს და 2-ში დამარცხდნენ.

 

პორტუს იტალიურ კლუბებთან 30-ჯერ უთამაშია, აქედან დრაკონებმა 8 შეხვედრა მოიგეს, ამდენივე ფრედ დაასრულეს და 9-ში დამარცხდნენ. სტუმრად ჩატარებულ მატჩებში პორტუმ 14-დან 4 მატჩი მოიგო და 3 ფრედ დაასრულა.

 

სავარაუდო შემადგენლობა

რომა: მირანტე (მეკარე); კარსდორფი, ფაციო, მარკანო, კოლაროვი (მცველები); კრისტანტე, დე როსი, ძანიოლო (ნახევარმცველები); ფლორენცი, ჯეკო, ელ შარავი (თავდამსხმელები). (4-3-3).

მთავარი მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო (იტალია, 49).

 

პორტუ: კასილასი (მეკარე); მილიტაო, ფელიპე, პეპე, ტელესი (მცველები); ერერა, პერეირა, ოლივერი (ნახევარმცველები); ოტავიო, ტიქინიო, ბრაჰიმი, (თავდამსხმელები).

მთავარი მწვრთნელი: სერჟიო კონსეიშაო (პორტუგალია, 44). (4-3-3). 

 

პროგნოზი

წინა სეზონის შედეგებიდან გამომდინარე, რომამ ისეთი გუნდის რეპუტაცია მოიპოვა, რომელიც საკუთარ სტადიონზე დიდ კლუბებს საგრძნობი უპირატესობით ამარცხებს (ლივერპული, ბარსელონა). შესაბამისად რომაელებს, უფრო ნაკლები სიძლიერის გუნდისთვის როგორც მინიმუმ გოლის გატანა არ უნდა გაუჭირდეთ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეტოქის კარის აღებას პორტუ ვერ შეძლებს. ეს გუნდი ჯგუფურ ეტაპზე გატანილი გოლების რაოდენობით ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 

 

რომას კარის მშრალად შენახვა ძალიან უჭირს - სერია ა-ს ბოლო 8 საშინაო შეხვედრაში რომამ მინიმუმ 1 გოლი გაუშვა, რაც პორტუგალიელებისთვის კარგი ინფორმაციაა.

 

ორივე გუნდი გაიტანს @1.80

რომა გოლს გაუშვებს @2.55




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი