ვინ შეცვლის დიბალას?

იუვე დიბალას შემცვლელს ეძებს

იუვენტუსი ასაბარგებლად გამზადებული პაოლო დიბალას პოტენციურ შემცვლელს კვლავ აქტიურად ეძებს. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ არგენტინელი შემტევი ტურინს მომავალ ზაფხულს დატოვებს.

იტალიური პრესა კი იტყობინება, რომ დიბალას ადგილას იუვენტუსის ხელმძღვანელობა რეალელ მარკო ასენსიოს და ლივერპულელ მო სალაჰს ხედავს. 

 

მოლაპარაკებების დაწყებამდე ჯერ ადრეა, თუმც ითქვა ისიც, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას ტურინელებმა ორივე ფეხბურთელის აგენტს მოუსინჯეს კბილი. რა პასუხი მიიღეს მათგან უცნობია.

სალაჰის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 200 მილიონი ევრო გახლავთ, ყოველ შემთხვევაში ინგლისელები ეგვიპტელს ასე აფასებენ. მან აგვისტოდან მოყოლებული ყველა ტურნირში ერთად 34 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ამასობაში კი გავრცელდა ცნობა, რომ იუვემ რომას 19 წლის ჰავბეკ ნიკოლო ძანოლოსაც დაადგა თვალი. ამ ჭაბუკს კლუბი 40 მილიონ ევროს აფასებს, თუმც მოლაპარაკების შედეგად ღმერთმა იცის ამ ფეხბურთელის სანაცვლოდ ვინ რას გამორჩება. ძანოლომ ამ სეზონში 21 მატჩი ჩაატარა და სამ გოლს ორი საგოლე პასი მიამატა. 




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი