ზამთრის ახალგაზდრული ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

ფესტივალის პროგრამაში ზამთრის სპორტის 8 სახეობაა

სარაევოს ოლიმპიურ სტადიონზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ევროპის მე-14 ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელშიც 46 ქვეყნის 1000-ზე მეტი სპორტსმენი იასპარეზებს. ოლიმპიური ცეცხლი დაანთო ბოსნია-ჰერცოგოვინელმა ძიუდოისტმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორმა ლარისა ცერიჩმა.

 

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე იყო სამთო-მოთხილამურე სანდრო ჟორჟოლიანი.
ცერემონიას დაესწრნენ ბოსნია-ჰერცოგოვინის პოლიტიკური ლიდერები, სარაევოსა და აღმოსავლეთ სარაევოს მერები, ევროპული სპორტის მაღალჩინოსნები, ცნობილი სპორტსმენები.

 

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა იანეზ კოჩიანჩიჩმა გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ფესტივალის მნიშვნელობაზე, სარაევოს ოლიმპიურ მემკვიდრეობაზე, რომელიც 35 წლს ითვლის. მან გაიხსენა 1984 წელს სარაევოში ჩატარებული ზამთრის ოლიმპიური თამაშები: „35 წლის შემდეგ ოლიმპიური ცეცხლი ისევ ესტუმრა სარაევოს და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ენთუზიაზმი, ამ ფესტივალზე ეროპის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენების მიერ ნაჩვენები შედეგები განაახლებს სარაევოს ოლიმპიურ სულისკვეთებას და მის რეპუტაციას ევროპულ სპორტში,“ - განაცხადა კოჩიანჩიჩმა.

 

ფესტივალის პროგრამაშია ზამთრის სპორტის 8 სახეობა.




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი