მოურინიომ სამსახური იშოვა

ამჯერად, მისი ხელფასის რაოდენობა არ სახელდება

ვინ თქვა რომ მიმდინარე საფეხბურთო სეზონში ჟოზე მოურინიოს ევროთასებზე ვეღარ ვიხილავდით? მწარედაც შემცდარხართ. პორტუგალიელი სპეციალისტი მარტიდან ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ იქნება, ოღონდ მიმომხილველის რანგში.

 

რუსული ტელეკომპანია „Russia Today“ , მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოფიქრებული გადაცემის კვლავ განახლებას აპირებს, რომელიც ჩემპიონთა ლიგისთვის იქნება მიძღვნილი და მის წამყვანად კვლავ ჟოზე მოურინიოს უხმეს, ისევე როგორც ეს „მუნდიალი 2018“-ის დროს იყო.

 

გადაცემის სახელწოდებაა  „On the touchline with Jose Mourinho“, სადაც პორტუგალიელი სპეციალისტი მაყურებელს თავის პროგნოზებს შესთავაზებს და უკვე გამართულ მატჩებზე კომპეტენტურ შეფასებებს გააკეთებს.

 

„მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში სატელევიზიო სფეროში მუშაობით კარგი გამოცდილება მივიღე და მოხარული ვარ, რომ კვლავ მეძლევა შესაძლებლობა ამ პროფესიონალ გუნდთან ერთად ვიმუშაო“ - ამბობს ჟოზე მოურინიო.

 

მოურინიომ, ზაფხულში, RT-ში მუშაობით საკმაოდ სოლიდური ხელფასი მიიღო, ამჯერად კი მისი ჯამაგირის რაოდენობა არ სახელდება.




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი