ლაშა ტალახაძე პლანეტის საუკეთესო ძალოსანია

ქართველმა ძალოსანმა 17,800 ხმა მოაგროვა

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარეობდა გამოკითხვა 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად. გამოკითხვაში საკუთარი აზრი დაახლოებით 30 000 ათამიანმა დააფიქსირა, რომელთაც ხმა, როგორც მამაკაც, ასევე ქალი ძალოსნებისთვის უნდა მიეცათ.

 

მოლოდინისამებრ საუკეთესოს წოდება არავის დაუთმო ლაშა ტალახაძემ. ქართველმა გოლიათმა 17,800  ათასი ხმა მოაგროვა. მეორე ადგილი  ირანელ სოჰრაბ მორადის ერგო, ხოლო მესამე ინდონეზიელ ეკო იული ირავანის.

 

რაც შეეხება ქალებს, აქ ხალხის რჩეული ესპანელი ლიდია ვალენტინი გახდა.

 

დაჯილდოების ცერემონიის გამართვის დრო და ადგილი ჯერ ცნობილი არ არის.




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი