ბარსელონა სან მამესზე გააჩერეს

364 დღის შემდეგ ...

ლა ლიგის 23-ე ტურში ბარსელონა ბილბაოს ატლეტიკს ესტუმრა და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. კატალონიელები უპირატესობას კი ფლობდნენ, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს.

 

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 11 თებერვლის შემდეგ, პირველი შემთხვევაა როცა ბლაუგრანამ ლა ლიგის მატჩში გოლი ვერ გაიტანა. ბარსელონამ ბოლოს გოლი ხეტაფეს ვერ გაუტანა. ეს შეხვედრა ბილბაოსთან გამართული მატჩის მსგავსად გატანილი გოლის გარეშე დასრულდა.

 

ამ მომენტისთვის ბარსელონას 51 ქულა აქვს და ცხრილის სათავეშია. მომდევნო ტურში ვალვერდეს შეგირდები შინ ვალიადოლიდს დაუპირისპირდებიან.




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი