თედო აბჟანდაძე საფრანგეთშია

კონტრაქტის ვადა 3 წლიანია

ბორჯღალოსანთა ახალგაზრდა წევრი თედო აბჟანდაძე კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს. 19 წლის ნიჭიერმა მორაგბემ ფრანგულ „ბრივთან“ 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მომავალ სეზონს ელიტაში დაიწყებს.

 

აბჟანდაძემ სპეციალისტთა ყურადღება 2017 და 2018 წლებში მსოფლიოს 20 წლამდე ჩემპიონატში კარგი თამაშით მიიპყრო. ეს გარემოება არც  მილტონ ჰეიგს გამოპარვია და აბჟანდაძეს ეროვნულ ნაკრებში უხმო და მასაც თავი არ შეურცხვენია. თედო აბჟანდაძემ სამოასა და ტონგასთან მოგებულ შეხვედრებში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, ცოტა ხნის წინ კი, ნაკრებთან ერთად მესამე გამარჯვება იზეიმა, როდესაც კლუჟში რუმინეთი 18:9 დაამარცხა.

 

„გახარებული ვარ ასეთი მაღალი დონის გუნდში გადასვლის შანსი რომ მომეცა.  „ბრივს “  მომავალი სეზონიდან შევუერთდები და ჩემი შესაძლებლობების დამტკიცებას ვეცდები. გუნდში ექვსი ქართველი დამხვდება და ისინი ადაპტირებას გამიადვილებენ“ - ამბობს თედო აბჟანდაძე.

 




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი