20 წლამდელების მეორე ტესტი

ამ გუნდებს შორის პირველი საკონტროლო მატჩი 19 ნოემბერს გაიმართა და უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 8 ლელო გაუტანეს

უმცროსი ბორჯღალოსნები, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, დღეს მეორე საკონტროლო, სასელექციო მატჩს გამართავენ.

 

შეხვედრა რუსთავის რაგბის სტადიონზე 14 საათზე დაიწყება და ჩვენი გუნდის მეტოქე რუსეთის 20-წლამდელთა ნაკრები იქნება.

 

ამ გუნდებს შორის პირველი საკონტროლო მატჩი 19 ნოემბერს გაიმართა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 8 ლელო გაუტანეს, ექვსი გარდასახეს და 52:12 იმარჯვეს. მას შემდეგ მწვრთნელებმა შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადაახალისეს და თავის გამოჩენის შესაძლებლობა ახალ მოთამაშეებს მისცეს.

 

რადგან შეხვედრა სელექციას ემსახურება, განაცხადში 26 მორაგბეა და ცვლილებები შეუზღუდავი იქნება.