მაკინროი: სერენას ახლაც მოვუგებ

ლეგენდარული ჯონ მაკინროი სერენა უილიამსზე საუბრობს

ლეგენდარულ ჯონ მაკინროის მალე 60 წელი შეურულდება. მას ერთეულთა თანრიგში 7 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული. მაკინროიმ პროფესიონალური საჩოგბურთო კარიერა 1994 წელს დაასრულა.

 

ყოფილი ამერიკელი ჩოგბურთელი და თავის დროზე რეიტინგის პირველი ნომერი ახლა ევროსპორტისთვის კომენტატორად მუშაობს.

 

ჯონ მაკინროი თვლის, რომ მას სერენა უილიამსის დამარცხება ახლაც, ამ ასაკშიც ხელეწიფება.

 

„ეს ის არ არის, რაც მსურს, მაგრამ ორი დღე რომ ვივარჯიშო სერენა უილიამსს ახლაც მოვუგებ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ბოლო პერიოდში ამას ბევრი ადამიანი მეკითხება. რატომ მე? წადით, სხვასაც ჰკითხეთ“ - ამბობს ჯონ მაკინროი.