რაფას შვებულება

ნადალმა ფოტოები ინსტაგრამზე გამოფინა

რაფაელ ნადალს არა მხოლოდ ჩოგბურთის, ზოგადად სპორტის ქომაგთათვის წარდგენა არ სჭირდება. დიდი სლემის ტურნირების 17-გზის ჩემპიონი, გრუნტის მეფე, კორტზე ორ თვეზე მეტია აღარ გამოჩენილა.

რაფას, ლონდონის შემაჯამებელი ტურნირის გამოტოვებაც მოუხდა და ტრავმის გამო სეზონი იძულებით ნაადრევად დაასრულა.

იანვრიდან, ესპანელ ჩოგბურთელს კორტზე კვლავ ვიხილავთ, თუმცა მანამდე ის დროს განცხრომაში ატარებს და ოჯახთან ერთად ბაჰამის კუნძულებზე შვებულება მოიწყო.

„ბაჰამებზე, დაუვიწყარი ერთი კვირა გავატარეთ. ოჯახის გარემოცვაში ყოფნა იდეალური იყო“ - წერს რაფა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე და ფოტოებსაც აქვეყნებს.