ATP და საუკეთესოები

გამოვლინდა 2018 წლის სეზონის ორი საუკეთესო მატჩი

18 ნოემბერს, ლონდონში, წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ალექსანდრე ზვერევმა ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუგო და ამ უპრესტიჟულესი საჩოგბურთო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

 

ორიოდე დღის წინ კი ხორვატიის ნაკრებმა, დევისის თასის ფინალში ფრანგებს აჯობა და სეზონიც ამით დაიხურა. ამრიგად, ჩოგბურთის მოყვარულთ იანვრამდე მოცდა მოუწევთ.

 

ამასობაში ATP-იმ 2018 წლის ორი საუკეთესო მატჩი გამოავლინა. გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის პრესსამსახურის ცნობაში ვკითხულობთ, რომ მეორე ადგილზე ინდიან უელსის მასტერსის ფინალში ხუან მარტინ დელ-პოტროს მიერ როჯერ ფედერერის ძლევა (6:4, 6:7, 7:6) გავიდა, ხოლო პირველზე პარიზის მასტერსის ნახევარფინალი, რომელშიც ნოვაკ ჯოკოვიჩმა შვეიცარიელი მაესტრო დაამარცხა.