მაშ რამდენი? 16 !

როჯერ ფედერერმა რეკორდი გაიმეორა

როჯერ ფედერერმა ანდრე აგასის და ჯიმი კონორსის რეკორდი გაიმეორა. შვეიცარიელი ჩოგბურთელი, კარიერაში მეთექვსმეტედ ამთავრებს სეზონს, როგორც ტოპ ათეულის ჩოგბურთელი. 

 

2002 წლის შემდეგ, ლეგენდარული შვეიცარიელის ბრწყინვალე კარიერაში მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როდესაც მან სეზონი ათეულს მიღმა დაასრულა. 2016 წლის დეკემბერში ის რეიტინგში მე-16 პოზიციაზე იყო.

 

როჯერ ფედერერი დიდი სლემების 20-გზის გამარჯვებულია, ხოლო პეკინის ოლიმპიადაზე წყვილთა შორის ჩემპიონი. ასევე, მას  შვეიცარიის ნაკრებთან ერთად დევისის თასიც მოუგია. როჯერ ფედერერის კოლექციაში 99 მოგებული ტიტულია.