ნადალი: აპრილში შევხვდებით!

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა დაბრუნების დრო გამოაცხადა

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა გამოცდილმა რაფაელ ნადალმა კორტზე დაბრუნების დრო გამოაცხადა. ესპანელი ჩოგბურთელი, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია, ასპარეზობას 2019 წლის აპრილში, ბარსელონაში გასამართ ATP-ის ტურნირზე განაახლებს. 

 

„მინდა გამოვხადო, რომ ბარსელონას ტურნირში მონაწილეობას კიდევ ერთხელ მივიღებ. წინა სეზონი განსაკუთრებული იყო. მზად ვარ, რომ ბარსელონაში მეთხუთმედეტ ვითამაშო. აპრილში შევხვდებით!“-თქვა 31 წლის სპორტსმენმა.

 

რაფაელ ნადალმა ბარსელონას ტურნირის მოგება 11-ჯერ შეძლო, 2019 წელს კი ტიტულის დაცვას შეეცდება-მიმდინარე წელს მან ფინალში ბერძენი ჩოგბურთელი სტეფანოს ციციპასი ორ სეტში, 6:2, 6:1 დაამარცხა. დიდი სლემის 17-გზის გამარჯვებულმა სპორტსმენმა, რომელიც 2018 წლის ივნისიდან სექტემბრამდე მსოფლიო რეიტინგს ლიდერობდა, აშშ-ს ღია პირველობის ნახევარფინალში გამოსვლა არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროსთან ტრავმის გამო შეწყვიტა.