მობილიზებული ისრაელი და შემართული საქართველო

მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება

საქართველოს ეროვნული ნაკრები 3 დეკემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში ისრაელს დაუპირისპირდება. მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ილიას ზუროსის გუნდი ებრაელებს მეორედ ხვდება. ჯგუფის პირველი წრის მატჩი ქართველებმა 13 სექტემბერს, თელ ავივში ისრაელს 85:80 მოუგეს, თუმცა სატურნირო მდგომარეობა ისე დატრიალდა, რომ ებრაელები დარჩენილი 3 მატჩის მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გადიან. სერბეთის ისრაელში დამარცხების შემდეგ ჯგუფიდან გასვლის მცირე შანსი საქართველოსაც გაუჩნდა და ყველას წინა ფანჯარაში საბერძნეთთან ბოლო წამზე, დასანანად განცდილი მარცხი გაახსენდა. ბერძნებთან რომ მოგვეგო, ჯგუფიდან გასვლა ახლა საკმაოდ რეალური იქნებოდა.

რაკი თავიანთი ბედი თავიანთ ხელშია, ისრაელის ნაკრები სრული მობილიზებით და მოსაგებად შემართული ესტუმრა თბილისს. ოდედ კატაშის გაწვრთნილმა გუნდმა ევროლიგაში მოასპარეზე “მაკაბის” მოთამაშეებს თბილუსშიც უხმო. ებრაელების შემდეგ, თბილისის სპორტის სასახლეში ქართველების ჯერი დადგა. 

 

ილიას ზუროსმა ნაკრები ხანგრძლივად და მრავალფეროვანი კომბინაციებით ავარჯიშა. ბერძენი სპეციალისტი იმდენად იყო წვრთნის პოცესში ჩართული, რომ ბლოკის დაყენების ტექნოლოგიას, დაცვაში გადაადგილებას და ნებისმიერ მცირე დეტალსაც კი მოთამაშეებს საკუთარ მაგალითზე აჩვენებდა. 

 

მწვრთნელმა შემადგენლობა არ შეცვალა. დღეს ისრაელთან ის 12 კაცი გავა, რომელმაც 30 ნოემბერს ტალინში, ესტონეთთან ითამაშა.