ბელგრადს ილუზიების არ სჯერა

ახლა, კიდევ უფრო მტკივნეული გახდა ელადელებთან თბილისში ბოლო წამებზე წაგებული მატჩი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე ყოფნა სულ რამდენიმე საათს დასცალდა. ბელგრადში, სერბეთმა საბერძნეთს 84:61 მოუგო და ადგილი გაგვიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი კვლავ მინიმუმამდე დაეცა.

 

სერბეთი საქართველოს ეროვნულ გუნდს კვლავ 1 მოგებით უსწრებს. ჯგუფიდან გასასვლელად კი ზუროსის შეგირდებმა ესტონეთთან შინ და სტუმრად საბერძნეთთან ორივე დარჩენილი შეხვედრა უნდა მოიგოს, სერბეთმა კი წააგოს.

 

ახლა, კიდევ უფრო მტკივნეული გახდა ელადელებთან თბილისში ბოლო წამებზე წაგებული მატჩი, შანსიც პრაქტიკულად მაშინ დაიკარგა, რაც ძალიან დასანანია.