ჩელენჯ ტროფის ნახევარფინალი

გამარჯვების შემთხვევაში ფინალში საფრანგეთის განვითარებად 7-კაცას, ან რუსულ კლუბ ‘ყუბანს’ შევხვდებით

საქართველოს განვითარებადი 7-კაცას გუნდმა, დუბაის საერთაშორისო ტურნირის მეორე დღის პირველი მატჩი მოიგო და „ჩელენჯ ტროფის“ ნახევარფინალში ითამაშებს.

 

 ჩვენი გუნდი ფრედ ეთამაშა სამხრეთ აფრიკულ OLD GEORGIANS RFC-ს, მომდევნო ორი შეხვედრა ინგლისელებთან და ფრანგებთან დათმო და „ჩელენჯ ტროფიზე“ გადაინაცვლა.

 

მეოთხედფინალში მეტოქე ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს გუნდი, ‘დუკლა’ იყო და მეტოქეს 33:0 ვძლიეთ. ნახევარფინალში კენიის მეორე ნაკრებს (პირველი მსოფლიო სერიას თამაშობს), Homeboyz Samurai-ს ვეთამაშებით  და გამარჯვების შემთხვევაში ფინალში საფრანგეთის განვითარებად 7-კაცას, ან რუსულ კლუბ ‘ყუბანს’ შევხვდებით.