ოქროს ბურთი და ექვსი ქართველი

იყო დრო, ქართველები ოქროს ბურთის ნომინაციაში ხვდებოდნენ და საკმაოდ ხშირადაც. სხვადასხვა დროს ექვსმა ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო ხმები France Football-ის გამოკითხვაში. 

რამაზ შენგელია რეკორდსმენია: ქართველთაგან მეშვიდე ადგილზე ზემოთ სხვა არავინ ასულა, 10 ხმაც არავის მიუღია. ეს მოხდა 1981 წელს, იმავე წელს 9 ხმა აიღო და მერვეზე გავიდა ლეგენდარული კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე. ასევე, იმ წელს 6 ხმა ერგო დავით ყიფიანს...  სამწუხაროდ, შენგელია და ყიფიანი დღეს ცოცხლები აღარ არიან.

 

ზოგადად, 1981 გამორჩეულია – მაშინ ხომ თბილისის დინამომ თასების თასი მოიგო.  

 

 

პირველი ქართველები, რომლებსაც ხმა მისცეს, მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი იყვნენ. ეს მოხდა 1961 წელს. წინა წელს, 1960-ში მესხი, მეტრეველი და გივი ჩიხელი ევროპის ჩემპიონები გახდნენ, მაგრამ... არცერთი ხმა. უცნაურია: ქართველები საბჭოთა ნაკრების  ერთ-ერთი ლიდერები იყვნენ, იუგოსლავიასთან ფინალში (2:1) მეტრეველმა გოლი გაიტანა, მესხმა კი საგოლე პასი გააკეთა.

 

იმ წლებში დასავლეთევროპელებს ანიჭებდნენ უპირატესობას. მიზეზი ისიც იყო, რომ საბჭოთა კავშირის კლუბები ევროტურნირებზე არ გადიოდნენ და ამის გამო ნაკლებად ჩანდნენ.

 

 

მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, მურთაზ ხურცილავა, რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი - მათ სხვადასხვა დროს მიიღეს ხმები ნომინაციაში.

 

შეგახსენებთ, France Football–ის გამოკითხვაში ჟურნალისტები მონაწილეობენ. თითო ევროპულ ქვეყნას თითო სპორტული გამოცემა წარმოადგენს. 1994 წლიდან,  ეს პატივი საქართველოდან სარბიელს აქვს.

 

1961

 

17-22. მესხი (4 ხმა); 23-27. მეტრეველი (3 ხმა)

 

1965

 

17-24. მეტრეველი (2 ხმა)

 

1968

 

24-32. ხურცილავა (1 ხმა)

 

1972

 

11-14. ხურცილავა (3 ხმა)

 

1981

 

7. შენგელია (10 ხმა); 8. ჩივაძე (9 ხმა); 11-15. ყიფიანი (6 ხმა)