პროგნოზი: ბარნლი-ლივერპული

ლივერპული მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ გუნდ ბარნლისთან მატჩით გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ მანჩესტერ სიტისთან საჩემპიონო ბრძოლას განაგრძობს.

ბარნლი-ლივერპული

 

დრო: ოთხშაბათი, 5 დეკემბერი, 23:45 საათი

მსაჯი: სტიუარტ ატუელი (ინგლისი, 35)

 

მასპინძლები წინა სეზონისგან სრულად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ, მხოლოდ და მხოლოდ 9 ქულას ფლობს და ბოლოსწინა ადგილზე არიან. შონ დაიჩის გუნდს ევროპის ლიგაზე თამაშის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით ვერ გაიარა. ბურთების სხვაობა-13:29. ბარნლის ბოლო 9 ტურიდან მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული, აქედან 6-ჯერ კი დამარცხდა.

 

ლივერპულმა რამდენიმე დღის წინ, პრემიერლიგის მე-14 ტურის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მატჩში, მერსისაიდულ დერბიში ბოლო წუთზე დივოკ ორიჯის მიერ გატანილი კურიოზული გოლის წყალობით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა (1:0) და სიტისთან ორქულიანი სხვაობა შეინარჩუნა.

 

იურგენ კლოპის გუნდი, რომელიც მეორე ადგილზე იმყოფება და 36 ქულას ფლობს, ამ სეზონში 27 გატანილი გოლის ავტორია, მაშინ როდესაც ყველაზე ცოტა (5) გოლი აქვს გაშვებული. ლივერპული პრემიერლიგის ორ და ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში იმ საუკეთესო ხუთ გუნდს შორისაა, რომელსაც მიმდინარე სეზონში არ წაუგია.

 

 

ურთიერთშეხვედრები

ლივერპული ამ გუნდების დაპირისპირებებში 6 მოგებით ლიდერობს, მაშინ როდესაც ბარნლიმ ამ მეტოქის დამარცხება მხოლოდ ორჯერ შეძლო.

 

წითლებმა ბოლო საიდან ორი მატჩი მოიგეს, ერთი კი ფრედ დაასრულეს.

 

ამ გუნდების ბოლო სამ დაპირისპირებაში გოლის გატანა ორივე გუნდმა შეძლო.

 

პროგნოზი

 

ბოლო ხუთ ტურში ერთდერთი ქულის მოპოვების შემდეგ, ბარნლი პრემიერლიგიდან დაქვეითების საფრთხის ქვეშაა. ბოლო სამ მატჩში მათ მინიმუმ 3 გოლი გაუშვეს და 13 ტურის შედეგ მეორე ყველაზე ცუდი დაცვითი მაჩვენებელი ჰქონდათ. მათ სანაკრებო პაუზის შემდეგ ნიუკასლთან 1:2 წააგეს. 

 

ეს მორიგი კარგი შესაძლებლობაა სალაჰისა და კომპანიისთვის, რომ ლიგაში არსებული კარგი ფორმა შეინარჩუნონ და მანჩესტერ სიტის საგრძნობლად არ დაშორდნენ. მერსისაიდელებმა ჩემპიონთა ლიგაში, წინა კვირაში, პსჟ-სთან (1:2) მნიშვნელოვანი მატჩი დათმეს და გადამწყვეტი ბრძოლის გამართვამდე შეეცდებიან, რომ პრემიერლიგაში გაუთვალისწინებელი ქულები არ დაკარგონ.

 

ლივერპული მინიმუმ ორბურთიანი უპირატესობით მოიგებს @1.72

ლივერპული მოიგებს პირველ ტაიმსაც და მთლიანად მატჩსაც @1.75


ბარნლი-ლივერპული

ის შვიდივე გოლი, რომელიც ლივერპულმა ბარნლის სტუმრად გაუტანა, მატჩების მეორე ნახევარში გავიდა.

იმ ბოლო 16 შეხვედრიდან, რომელიც ლივერპულმა შუა კვირაში გამართა, კლოპის გუნდი არცერთში დამარცხებულა (11 მოგება, 5 ფრე), ბოლოს მათ „ბოქსინგ დეიზე“ 2012 წელს, სტოკ სიტისთან (3:1) წააგეს.

ლივერპულმა ბოლო შვიდიდან მხოლოდ ერთი მატჩი მოუგო იმ გუნდებს, რომლებმაც სათამაშო დღე გასავარდნი ზონიდან დაიწყეს, ეს წინა სეზონში, ოქტომბერში ჰადერსფილდთან მოხდა.

ბარნლიმ ბოლო ექვს საშინაო შეხვედრაში 12 გოლი გაუშვა, მაშინ როდესაც წინა სეზონის ბოლოს შინ მხოლოდ 17 ბურთი ჰქონდა მიღებული.

ლივერპულმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში მხოლოდ 5 გოლი გაუშვა. ასეთი კარგი შედეგი ინგლისის უმაღლესი ჩემპიონატის ისტორიაში ერთადერთ გუნდს - ლონდონის ჩელსის 2008/09 წლების სეზონში ჰქონდა (4).

ლივერპულის მიერ 14 ტურის თავზე დაგროვილი 36 ქულა კლუბის ისტორიაში მეორე ყველაზე მაღალი შედეგია - 1990/91 წლების სეზონში 14 ტურის შემდეგ ლივერპულს 38 ქულა ჰქონდა.

ბარნლის მეკარე ჯო ჰარტს ლივერპულისგან უფრო მეტი გოლი აქვს გაშვებული, ვიდრე სხვა ყველა გუნდისგან პრემიერლიგაში (33).

ეს შონ დაიჩისთვის პრემიერლიგაში მწვრთნელის რანგში მე-300 მატჩი იქნება (299 ქულა, 113 მოგება, 91 ფრე, 95 წაგება).