ავსტრალიამ უიმბლდონს მიბაძა

ჩოგბურთში მარათონული მატჩების რაოდენობა შემცირდება

2018 წლის უიმბლდონზე, ჯონ ისნერმა და კევინ ანდერსონმა თითქმის 7 საათი გაატარეს კორტზე. ამერიკელის და სამხრეთ აფრიკელის მარათონული დაპირისპირების გადამწყვეტ, მეხუთე სეტში საბოლოოდ ანდერსონმა 26:24 იმარჯვა. თუმცა, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც რამდენიმე წლის წინ, იმავე უიმბლდონზე, იგივე ისნერმა და ფრანგმა ნიკოლას მაუმ „ჩაიდინეს“. მათი შეხლა 3 დღის განმავლობაში გაიწელა.

 

მოკლედ, 4 დიდი სლემიდან, მხოლოდ როლან გაროსი არ ცვლის წესებს. ბულონის ტყეში, საქმე თუ მეხუთე გადამწყვეტ პარტიამდე მივა, კლავ ორი გეიმიანი სხვაობით გამარჯვება იქნება საჭირო. ამერიკის ღია პირველობამ და უიმბლდონმა მიიღეს გადაწყვეტილება, ასეთ დროს ტაიბრეიქის გამართვის შესახებ, მათ კი ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებმაც მიბაძეს.

 

წლის პირველ დიდ სლემზე, რომელიც 14-27 იანვარს გაიმართება, მეხუთე სეტში საჩოგბურთო ლატარეის სისტემა ამუშავდება, ოღონდ ის 7-ის ნაცვლად 10-მდე იქნება.