პროგნოზი: სტრასბურგი-პსჟ

პარი სენ-ჟერმენი მორგი გამარჯვებისთვის სტრასბურგში მიემგზავრება 

სტრასბურგი-პსჟ

დრო: ხუთშაბათი, 6 დეკემბერი, 00:00 საათი

მსაჯი: ენტონი გუტიე (საფრანგეთი, 41)

 

სატურნირო მდგომარეობა

 

საფრანგეთის ლიგა ერთის მე-15 ტურს მოქმედი ჩემპიონსა და მიმდინარე გათამაშების ერთპიროვნული ლიდერის - პსჟ-ს სტრასბურგთან სტუმრობა დაასრულებს.

 

მასპინძლები 14 ტურის შემდეგ დაგროვილი 21 ქულით მერვე ადგილს იკავებენ. ბურთების შეფარდება-24:18. გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაშია და ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო. ბოლო ტურში გუნდმა რენი 4:1 გაანადგურა.

 

რაც შეეხება პსჟ-ს, გუნდი უკონკურენტოა და ზედიზედ მეორე ტიტულისკენ შეუჩერებლად მიიწევს. პარიზულმა გრანდმა საწყისი 14 ტურის შეხვედრა მოიგო და ამ მხრივ ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში რეკორდსმენი გახდა. პსჟ ლიგა ერთში ერთადერთი და ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში ხუთიდან ერთ-ერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში წაგება არ აქვს (14 მოგება, 1 ფრე). პსჟ-ს 43 ქულა აქვს, ბურთების სხვაობა-48:9. ბოლო ტურში, ტომას ტუხელის გუნდმა პირველი ქულები დაკარგა და ბორდოსთან ფრე (2:2) ითამაშა.

 

 

 

ურთიერთშეხვედრები 


ამ გუნდების დაპირისპირებათა ისტორიაში პსჟ დამაჯერებლად ლიდერობს, პარიზელებმა ბოლო ხუთიდან 4 მატჩი გამარჯვებით დაასრულეს.

 

გუნდების ბოლო ხუთიდან ოთხ შეხვედრაში მინიმუმ 3 გოლი გავიდა.

 

ბოლო ექვსიდან ხუთ მატჩში გოლის გატანა ორივე გუნდმა შეძლო.

 

2004 წლის შემდეგ გამართულ 10 მატჩში სტრასბურგმა კარის მშრალად შენახვა ერთადერთხელ შეძლო.

 

სავარაუდო შემადგენლობა

სტრასბურგი: სელსი, მარტინესი, კონე, კასი, ქეროლი, მარტინი, სისოკო, ლალა, თომასონი, მოთიბა, კოშტა.

მთავარი მწვრთნელი: ტიერი ლაური (საფრანგეთი).

 

პსჟ: ბუფონი, მარკინიოსი, სილვა, კიმპემბე, მუნიე, ვერატი, დი მარია, დიაბი, ვეა, კავანი, ჩუპო-მოტინგი.

მთავარი მწვრთნელი: ტომას ტუხელი (პსჟ).

 

პროგნოზი

პარიზული კლუბი მიმდინარე სეზონში საუკეთესოა და ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას. პსჟ კიდევ ერთ ტიტულს უახლოვდება, ასეთი სტარტის შემდეგ კი ჩემპიონატის ყველაზე მეტი, სარეკორდო მოგებით დასრულებაზე უარს არ იტყვის.

პსჟ მოიგებს @1.37

მატჩში მინიმუმ 3 გოლი გავა@1.50


სტრასბურგი-პსჟ

ლიგა ერთში სტრასბურგმა ბოლო რვა მატჩიდან მხოლოდ ერთი, ნოემბერში ნიცასთან (0:1) წააგო (3 მოგება, 4 ფრე).

სტრასბურგმა ლიგა ერთში ბოლო ხუთიდან სამი მატჩი მოიგო, მაშინ როდესაც წინა 8 შემთხვევაში მხოლოდ ერთხელ იმარჯვა.

პარიზელები ლიგა ერთში თავიანთ ბოლო 15 გასვლით მატჩში დაუმარცხებლები არიან (11 მოგება, 4 ფრე). ეს 2015 წლის აპრილიდან 2016 წლის თებერვლამდე პერიოდის შემდეგ საუკეთესო შედეგია, მაშინ გუნდს 18 შეხვედრა არ ჰქონდა წაგებული.

პსჟ ლიგა ერთში 16-მატჩიან წაუგებელ სერიას ფლობს, 2017 წლის მაის-ნოემბრის შემდეგ ეს გუნდის საუკეთესო შედეგია.

სტრასბურგის მიერ საფრანგეთის ჩემპიონატში ბოლო ექვსიდან ხუთი გოლი სტანდარტული სიტუაციის შედეგად გავიდა - 3 კუთხური, 2 პენალტი.

პარიზულმა გრანდმა საფრანგეთის ჩემპიონატში 15 ტურის შემდეგ 48 გოლის გატანა მოახერხა. გათამაშების ამ ეტაპზე ეს გუნდისთვის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ამაზე მეტი მხოლოდ სენტ-ეტიენს 1969/70 წლების სეზონში ჰქონდა (49).

სტრასბურგის ფეხბურთელმა ნუნო დე კოშტამ პსჟ-ს წინააღმდეგ წინა სეზონში გატანილი 4 გოლიდან სამში მონაწილეობა მიიღო (1 გოლი, ორი საგოლე გადაცემა).

ნეიმარს 2018 წელს ლიგა ერთში პარიზული გრანდის მაისურით 18 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი, რისთვისაც მას 83 წუთი დასჭირდა, ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში უკეთესი შედეგი მხოლოდ მადრიდის რეალის ყოფილ და ტურინის იუვენტუსის ამჟამინდელ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს აქვს (15 გოლი 77 წუთში).