ჩაკვეტაძე იანვარშივე უნდათ

ქართველი შემტევისადმი ინტერესი გაიზარდა

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ არაერთი ცნობა ვრცელდება. როგორც უცხოურ მედიაში ვკითხულობთ, მისი გადაბირება ისეთ კლუბებს სურთ როგორებიც ტოტენჰემი, ლაციო, რომა, დორტმუნდი და ბარსელონა არიან.

 

ახლახანს იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ ჩაკვეტაძე გუნდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება. ცნობილია, რომ გიორგის დამატება პირადად ჯალოროსის დირექტორს, რამონ მონჩის სურს. აქვე გეტყვით, რომ იტალიელები ჩვენებურის გადაბირებას იანვარში შეეცდებიან.

 

ქართველ ფეხბურთელს მართლაც, რომ კარგი დრო უდგას. მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძემ გენტის რიგებში, 19 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

 

იგი ასევე ბრწყინვალე იყო ერთა ლიგის მატჩებში. აღნიშნულ ტურნირზე ჩვენებურმა 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა.