ჩელსი ისევ დაცვაზე ფიქრობს

ლონდონელებმა სატრანსფერო სია დააგრძელეს. სარი ამჯერად სერია ა-ს ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდება

ჩელსის მესვეურები იანვარში დაცვის გაძლიერებას აპირებენ. როგორც Daily Star-ი იუწყება, არისტოკრატები იანვარში ნაპოლიდან ელსედ ჰისაის დამატებას შეეცდებიან. აღნიშნულ წყაროში ვკითხულობთ, რომ ბრიტანელები მიზნის მისაღწევად 44 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებენ.

 

ალბანელი მარჯვენა მცველი ნაპოლიში 2015 წლის ზაფხულში, ემპოლიდან გადავიდა. იგი თავიდანვე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა და დღეს სერია ა-ში ერთ-ერთი გამორჩეული მარჯვენა მცველია.

 

აქვე გეტყვით, რომ ჰისაი მაურისიო სარისთვის უცხო არაა. ფეხბურთელი ნაპოლის სწორედ მაშინ შეუერთდა, როცა გუნდს იტალიელი სპეციალისტი წვრთნიდა. აქვე გეტყვით, რომ ჰისაის გარდა ბრიტანელებს ალექს სანდროს, კრისტიან პულიშიჩის და უსმან დემბელეს დამატება სურს.