პროგნოზი: შალკე-დორტმუნდი

შალკე-დორტმუნდი

დრო: კვირა, 8 დეკემბერი, 18:30 საათი

 

სატურნირო მდგომარეობა   

გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ორი მონაწილე დაუპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ შალკეცა და დორტმუნდიც მონაწილეობას ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე იღებენ, გერმანიის ჩემპიონატში ისინი სრულად განსხვავებულ ფეხბურთს აჩვენებენ.

 

შალკე, რომელიც ვიცე-ჩემპიონის სტატუსს ფლობს, მიმდინარე სეზონში იმდენად კარგი ვეღარ არის და 14 ქულით მე-12 ადგილს იკავებს. გელზენკირხენელებს 14 გოლი აქვთ გატანილი 18 კი გაშვებული. გუნდს არასტაბილური სათამაშო ფორმა აქვს - ბოლო სამიდან მხოლოდ ერთი მატჩის მოგება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ შალკეს გასავარდნ ზონაში მყოფი სამი გუნდის შემდეგ, ყველაზე მეტი - 7 წაგება აქვს.

 

რაც შეეხება დორტმუნდს, ეს ახალგაზრდული გუნდი მშვენივრად გამოიყურება. ის ბუნდესლიგაში 13 ტურის შემდეგ ერთადერთი წაუგებელი გუნდია, ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში კი ასეთ შედეგს მის გარდა ოთხი კლუბი ფლობს. მოქმედი ჩემპიონის - ბაიერნის ცუდი თამაშით ბორუსია სარგებლობს და დაგროვილი 33 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ მიუნხენგლადბახურ პრინციპულ მეტოქეს შვიდით უსწრებს. ლუსიენ ფავრის შეგირდებმა ყველაზე მეტი 37 გოლის გატანა შეძლეს და 13 გაუშვეს, რაც საუკეთესო ბალანსია. გატანილი გოლებიდან 19 ორი ფეხბურთელის, პაკო ალკასერისა და მარკო როისის ანგარიშზეა.

 

ურთიერთშეხვედრები

94-ე დაპირისპირების წინ გუნდები 32-32 მოგებას ინაწილებენ.

 

ვიდრე მიმდინარე წლის მარტში შალკე საშინაო კედლებში გამარჯვებას მოახერხებდა (2:0), გუნდებს შორის ნათამაშებ ბოლო ოთხ მატჩში ფრე იყო დაფიქსირებული.

 

ბოლო ოთხი შეხვედრიდან სამში 2.5-ზე მეტი გოლი არ გასულა.

 

გელზენკირხენში გამართული ბოლო 7 მატჩიდან 6-ში გოლის გატანა ორივე გუნდმა მოახერხა.

 

პროგნოზი

შალკემ ბოლოს სტუმრად შეხვედრა წინა კვირაში, პორტუსთან ჩემპიონთა ლიგაში ჩაატარა და 1:3 დამარცხდა. მიუხედავად დრაგაუზე წაგებისა, გერმანული გუნდი პლეიოფში მაინც გავიდა, რამდენიმე დღეში კი ჰოფენჰაიმთან სტუმრად ფრე ითამაშა. სწორედ იმიტომ, რომ ჩემპიონთა ლიგაში ყველაფერი გარკვეულია, შალკე აქცენტს ბუნდესლიგაზე და იქ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე გააკეთებს.

 

ერთია სურვილი, მეორე კი შესაძლებლობა - დომენიკო ტედესკოს გუნდის დაცვის ხაზი ძალიან ცუდად გამოიყურება. შალკემ ბოლო სამ ბუნდესლიგურ მატჩში მეტოქეებისგან 6 გოლი გაუშვა, იმდენივე, რამდენიც ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ სამ შეხვედრაში.

 

რაც შეეხება დორტმუნდის ბორუისიას გუნდის შეტევის ხაზი ძალიან ძლიერ ფორმაშია, ორ ფეხბურთელს, პაკო ალკასერსა და მარკო როისს ჯამში 19 გოლი აქვთ გატანილი. ბორუსია აღებულ შესანიშნავი სტარტს არ გაანიავებს, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას და რეკორდმაისტერის ჰეგემონიის დამხობას შეეცდება.

დორტმუნდი მოიგებს @2.15

დორტმუნდი მოიგებს ორივე ტაიმს @3.25


შალკე-დორტმუნდი 

დორტმუნდმა ბუნდესლიგაში შალკეს ბოლო 92-დან 32 მატჩი მოუგო, თავისმხრივ გელზენკირხენელებმა 3-ჯერ იმარჯვეს, 29 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. 

ბორუსიას შალკე 2015 წლის ნოემბრის შემდეგ ბუნდესლიგაში არ დაუმარცხებია (მაშინ დორტმუნდმა 3:2 მოიგო, მას მერე 3 ფრე ითამაშა და ერთხელ წააგო).

შალკე გერმანიის ბუნდესლიგის ისტორიაში მეორე გუნდი გახდა, რომელმაც 4 გოლის გაშვების შემდეგ არ წააგო და ეს სწორედ დორტმუნდთან ბოლო შეხვედრაში მოხდა - 4:4. პირველად ასეთი რამ მიუნხენის ბაიერნმა 1976 წლის 18 სექტემბერს ბოხუმთან - 6:5 მოგებულ შეხვედრაში გააკეთა. 

დორტმუნდის ბორუსიას შალკესთან ბოლო სამ მატჩში სამი სხვადასხვა მწვრთნელი ჰყავდა (ტომას ტუხელი, პიტერ ბოში და პიტერ შტიოგერი), ლუსიენ ფავრი კი მეოთხე შეხვედრაში მეოთხე მწვრთნელი იქნება.

შალკემ ბუნდესლიგაში მისი ბოლო ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო (ფრანქფურტთან მე-11 ტურში. 2 ფრე, 2 მოგება). მათ ამჟამად 14 ქულა აქვთ, ათით ნაკლები ვიდრე 12 თვის წინ. 

შალკემ ბუნდესლიგაში ბოლო ორ მატჩში ჯამში 8 გოლი გაიტანა და უკანასკნელ ოთხში მხოლოდ ერთი გაუშვა.

შალკეს 14 ქულა აქვს, რაც ბუნდესლიგაში 13 ტურის შემდეგ 1998/99 წლების სეზონის შემდეგ მათი ყველაზე ცუდი შედეგია. 

დორტმუნდს 33 ქულა აქვს, 13 ტურის შემდეგ ამაზე კარგი სტარტი გუნდს ერთადერთხელ, 2010/11 წლების სეზონში ჰქონდა (34). 

ბუნდესლიგის საწყის 10 ტურში დორტმუნდის ბორუსიას თავდამსხმელ პაკო ალკასერს 10 გოლი აქვს გატანილი, ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ანალოგიური შედეგი დააფიქსირა, 1963 წელს გერტ დიორფელი იყო.

ლუსიენ ფავრი დორტმუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში ბუნდესლიგის საწყის 13 შეხვედრაში არ დამარცხებულა, რაც კლუბის რეკორდია.