ხამესს დაბრუნება უნდა

11 დეკემბერი, 2018 - 07:38

ხამეს როდრიგესის განცხადებით, მას მადრიდის რეალში დაბრუნება სურს. ფეხბურთელი უკმაყოფილოა იმ სათამაშო დროით, რაც ბაიერნში ეძლევა და რეკორდამისტერების დატოვება აქვს გადაწყვეტილი. შეგახსენებთ მე-11 ნომრის დამატება ლივერპულს, არსენალსა და იუვენტუსს სურთ. 

ლივერპული შთაბეჭილების ქვეშაა

11 დეკემბერი, 2018 - 07:28

Calciomercato-ს ინფორმაციით, ლივერპულს მილანიდან სუსოს დაბრუნება სურს. ცნობილია, რომ ინგლისელები მასში 50 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებენ. 

ბარსელონა არ თმობს

11 დეკემბერი, 2018 - 05:48

Mundo Deportivo-ს ცნობით, ბლაუგრანა უსმან დემბელეს გაშვებას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ ფრანგის გადაბირება ლივერპულს, ჩელსის, არსენალს და ატლეტიკოს სურთ. 

მიუნხენში ფრანგულად...

11 დეკემბერი, 2018 - 04:18

ფრანც ფუტბოლმა გამოარკვია, რომ გაისად, ზაფხულში მიუნხენის ბაიერნი ლიონიდან ნახევარმცველ ნაბილ ფეკირის,  ლილიდან ფორვარდ ნიკოლა პეპეს, ხოლო მარსელიდან ასევე ნახევარმცველის ფლორიან ტოვენს გადაბირებაზე დაიწყებს მუშაობას. უფრო სწორად, ამათ ტრანსფერებზე მიუნხენში მუშაობა უკვე დაწყებული ყოფილა და ჩემპიონატის ბოლოს თავისთან მიიწვევენ.

სარიმ გაცვლა მოინდომა

11 დეკემბერი, 2018 - 03:54

მაურისიო სარიმ იგუაინის გადასაბირებლად ახალი გეგმა შეიმუშავა. Sportmediaset-ის ცნობით, იტალიელი მზადაა გონსალოს ნაცვლად ალვარო მორატა დათმოს. შეგახსენებთ, რომ არისტოკრატებს პიპიტას გადაბირება ზაფხულშიც სურდათ, თუმცა სამხრეთ ამერიკელმა მილანში თამაში არჩია. 

ჭორები გაქარწყლდა

11 დეკემბერი, 2018 - 03:25

როგორც ESPN-ი იუწყება, მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი პოლ პოგბა იანვარში გუნდს არ დატოვებს. მოგეხსენებათ მისი გადაბირება იუვენტუსსა და ბარსელონას სურთ.