ერთი მატჩის ისტორია

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მტკივნეულ მარცხებს რა გამოლევს, რომელთა შორისაც გულშემატკივარს ერთ-ერთი ალბათ გველის ნაკბენივით ემახსოვრება. 2009 წელს, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის დინამოს  და ცრვენა ზვეზდას შორის დაპირისპირებაში მართლაც რომ დაუჯერებელი რამ მოხდა.

 

პირველი მატჩი დინამომ თბილისში 2:0 მოიგო და ბელგრადში სოლიდური უპირატესობით გაემგზავრა. დინამო გასვლაზეც 2:1 იგებდა და თითქოს თავი ქუდში ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ 2:5 დამარცხდა და ჯგუფურ ეტაპზეც ცრვენა ზვეზდა გავიდა.

 

რუბრიკაში, „ერთი მატჩის ისტორია“ 10 წლის წინანდელ პერიპეტიებს დინამოს ყოფილი ფეხბურთელები - გულვერდ თომაშვილი და ლევან ხმალაძე იხსენებენ.