ერთი მატჩის ისტორია

სურვილი ერთია, მაგრამ რეალობა სხვა. სპორტის და პოლიტიკის გამიჯვნა ვერ ხერხდება და ალბათ ეს ვერასოდეს მოხდება.

 

განსაკუთრებით, ეს მუხტი სათამაშო სახეობებში, სანაკრებო დაპირისპირებების დროს იგრძნობა.

 

 ასე იყო 2003 წლის 30 აპრილსაც. ეს დღე ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს ყოველთვის სასიამოვნოდ გაახსენდება. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ნაკრებმა მალხაზ ასათიანის გოლით რუსეთი 1:0 დაამარცხა.

 

რუბრიკაში „ერთი მატჩის ისტორია“ 15 წლის წინანდელ პერიპეტიებს, იმ მატჩის მონაწილე და გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი ზურაბ ხიზანიშვილი იხსენებს.