მეთოფეები ბუშტში დაგროვილ აირს ისე მონდომებით ჩაისუნთქვავდნენ...

არსენალი, უფრო სწორად არსენალის რამდენიმე ლიდერი გვარიან შარში გაეხვა.

 

ინგლისურ ტაბლოიდ სანს ხელთ ჩაუვარდა ჩანაწერი, სადაც არსენალის ფეხბურთელები - მესუთ იოზილი, პიერ-ემრიკ ობამეიანგი, ალეკსანდ ლაკაზეტი, მატეო გენდუზი, სკოდრან მუსტაფი, ჰენრიხ მხითარიანი და სეად კოლაშინაცი.

 

 

ფეხბურთელების გარდა ლონდონის ერთ-ერთი დახურული ღამის კლუბის VIP დარბაზში რამდენიმე უცხო პირი და ზუსტად 70 გოგონა იმყოფებოდა. არყის, შამპანურისა და აზოტით გაბერილი ბუშტების საღამო ყოფილა, სადაც არსენალის ბიჭებს აუწყვეტიათ და ისეთ დღეში ჩავარდნილან, ამ ქვეყნისკენ მოსაბრუნებლები გამხდარან... 

 

აზოტის უზომოდ ჩასუნთქვა-მოხმარება, ხშირად ფატალურადაც დამთავრებულა. აზოტი განსაკუთრებით საშისი შეკუმშვადობის პირობებში ხდება. არსენალელები კი ბუშტში დაგროვილ  აირს ისე მონდომებით ჩაისუნთქვავდნენ და მათგან ურწმესს, მატეო გენდუზის მის მოხმარებას ასწავლიდნენ, გამოცდილ მომხმარებლებს შეშურდებოდათ...

 

 

არადა, მწვრთნელად უნაი ემერიმ არსენალში მისვლისთანავე ფეხბურთელებს წვენების მიღება აუკრძალა, ორგანიზმში გლუკოზას ამაღლებსო. ეს ამბავი, რომლის ამსახველი ვიდეოც 7 დეკემბერს გასაჯაროვდა, ზაფხულში მოხდა, ანუ სეზონის გახურებამდე და არსენალის 20-მატჩიან წაუგებელ სერიამდე... 

 

ბიჭებს სუფრა 25-დან 30-მდე ათასამდე გირვანქა დაუჯდათ. აზოტიანი ბუშტების, არყების, შამპანურების და გაზიანი სასმელების გარდა სუფრაზე კონიაკი ჰენესი და რომიც იყო. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელები კლუბს 23 საათისთვის ესტუმრენენ. ფარული კადრების გამოსარიცხად, მათ ტელეფონები ნებით ჩააბარეს და მშვიდად მიუსხდენ სუფრას. რას იფიქრებდნენ ვიდეო კადრები მაინც თუ გასაჯაროვდებოდა.

 

აზოტიანი ბუშტების განსაკუთრებული მოყვარული იოზილი, ლაკაზეტი და ობამეიანგი ყოფილან. კოლოშინაცი კი გენდუზის ასწავლიდა მოხმარებას... ეს ჩვენი გენდუზი კი პირველივე ნაფაზის შემდეგ დივანზე  მოწყვეტით დაეცა და მოსასულიერებელი გახდა.

 

 

აზოტი, ცხადია, მხითარიანსა და მუსტაფისაც შესთავაზეს, მაგრამ მათ უარი თქვეს და გაკვირვებული თვალებით შეცქეროდნენ კაიფში მყოფ თანაგუნდელებს.კლუბის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც მეთოფეების სტუმრობისას მორიგეობდა, აღნიშნავს, რომ სტუმრები ღამის 4 საათისთვის დაიშალნენ. იოზილი, მხითარიანი, მუსტაფი ცალ-ცალკე წავიდნენ, დანარჩენებმა კი იქაურობა გოგონებთან ერთად დატოვესო. 

 

„საზიზღარი სანახავები იყვნენ, დივანზე გაგორებულებს გონი არ მოეკითხებოდათ, პასუხის გაცემის თავი არ ჰქონდათ. კაიფიც არის და კაიფიც, ესენი უფრო ცუდად იყვნენ“, - ამბობს კლუბის თანამშრომელი. 

 

 

საინტერესოა, რომ აზოტის კანონსაწინააღმდეგო მოხმარება ინგლისსა და უელსში 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.

 

2015 წელს აზოტის ჩასუნთქვაში სიტის შემტევი რახიმ სტერლინგი იყო შემჩნეული, მაგრამ მაშინ საქმემ სკანდალის გარეშე ჩაიარა.