ერთი მატჩის ისტორია

1969 წლის 10 სექტემბერს, ბელფასტში, სსრკ-ს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ ფრედ - 0:0 ითამაშა.

 

ქართული ფეხბურთის ისტორიაში რევაზ ძოძუაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. იმ მატჩშიც, ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავის, ჯორჯ ბესტის შეჩერება დაეკისრა. საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელმა, კაჩალინმა ძოძუაშვილი გააფრთხილა, ამოცანას თავს თუ ვერ გაართმევ ნაკრების მაისურის ჩაცმას ვეღარ ეღირსებიო.

 

ჩრრილოეთ ირლანდიამ და მისმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჯორჯ ბესტმა საბჭოთა კავშირს გოლი ვერ გაუტანა, ამით კი  ბევრი რამ არის ნათქვამი.

 

ლიდერსპორტი და რუბრიკა  „ერთი მატჩის ისტორია“, იმ მატჩს თავად რევაზ ძოძუაშვილს ახსენებინებს.