კომპანია ლიდერბეთი, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასთან ერთად ახალ პროექტს იწყებს, რომლის სახელწოდებაც გახლავთ 

"გახდი ლიდერი"

პროექტის მიზანი ახალგაზრდა და ნიჭიერი სპორტული ჟურნალისტების გამოვლენაა. ეს არის პირველი შემთხვევა სათამაშო ბიზნესის ქართულ ისტორიაში, როდესაც გამარჯვებულს თავის სფეროში კარიერული წინსვლის შესაძლებლობა მიეცემა.

როგორ მივიღო მონაწილეობა?
პროექტი “გახდი ლიდერი-ს” ფარგლებში ტარდება კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. მათი დავალება იქნება სპორტული სვეტის დაწერა. თითოეულ სტუდენტს თვეში ერთხელ ერთი სტატიის გამოგზავნა შეეძლება. სტატიის დასამატებლად საჭიროა რეგისტრაციის გავლა.
როგორ გამოვლინდება თვის გამარჯვებული?
პროექტის ხანგრძლივობაა 3 თვე. ყოველი თვის ბოლოს ჟიური შეარჩევს ორ საუკეთესო სვეტს, რომლის ავტორი გახდება თვის გამარჯვებული. მესამე გამარჯვებული გამოვლინდება სვეტის უნიკალური ნახვების მიხედვით
როგორ გამოვლინდებიან ფინალისტები?
3 თვის განმავლობაში ყოველი თვის ბოლოს გამოვლინდება 3 გამარჯვებული. 3 თვის შემდეგ იქნება სულ 9 გამარჯვებული - აქედან 6 ჟიურის მიერ შერჩეული და 3 ყველაზე მეტი უნიკალური ნახვის მქონე. მე-10 გამარჯვებულს შეარჩევს ჟიური ე.წ Wild Card-ის პრინციპით. ჯამში გამოვლინდება 10 ფინალისტი. ფინალისტები იკრიბებიან ერთ სივრცეში და სტატიას წერენ წინასწარ შერჩეულ თემატიკაზე. 10 ფინალისტიდან ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულს - I, II და III ადგილებზე გასულს.
რა პრიზები გადაეცემა გამარჯვებულებს?
I ადგილის მფლობელს შესაძლებლობა მიეცემა დასაქმდეს Leadersport-ში და შეუერთდეს ჩვენს გუნდს 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით და კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით. ამასთან, მას გადაეცემა 2000 ლარი და საქართველოს სპორტრულ ჟურნალისტთა ასოციაცია უზრუნველყოფს მის გადაფრენას და დასწრებას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთ გასვლით მატჩზე. II ადგილის მფლობელს გადაეცემა 1 500 ლარი. III ადგილის მფლობელს გადაეცემა 1000 ლარი.