ვლადიმერ ვაისი და ოთარ კაკბაძეს პრესკონფერენცია დასრულებულია !

ვლადიმირ ვაისი:  უკვე გვაქვს ჩვენი სტილი და ხვალ შევეცდებით ქართული ფეხბურთი ვითამაშოთ!

ვლადიმირ ვაისი: ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მოგებაში საქართველოს ნაკრებს ყველაზე მეტად გულშემატკივარი დაეხმარა. 55 000 ადამიანის სტადიონიდან გამხნევება თითოეული ფეხბურთელისთვის უდიდესი ბედნიერებაა. ახლა კი, იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც მოედანს ნელ-ნელა უბრუნდებიან, ქომაგების გვერდში დგომა უმნიშვნელოვანესია. ეს მათ ენერგიის 30-40 %-ს შემატებს.  

 

ვლადიმირ ვაისი: შემიძლია ვთქვა, რომ შვეიცარია, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მეშვიდე ადგილზეა, ამ შეხვედრაში ფავორიტია. მიუხედავად ამისა ჩვენ საკუთარ თავზე ვართ ორიენტირებულები. ვეცდებით შესაძლებლობები მაქსიმალირად გამოვავლინოთ. ყახაზეთის მიერ შოტლანდიის დამარცხებამ აჩვენა, რომ შეუძლებელი არაფერია.